ავტორი:

პოლონეთის პრეზიდენტის მწვავე მიმართვა გერმანიას: "თქვენ არ შეასრულეთ თქვენი დაპირება - ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ამით"

პოლონეთის პრეზიდენტის მწვავე მიმართვა გერმანიას: "თქვენ არ შეასრულეთ თქვენი დაპირება - ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ამით"

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ გერმანია ტანკების გაცვლის შესახებ პირობის დარღვევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ დუდამ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, WELT-თან ინტერვიუში განაცხადა.

დუდას თქმით, ოლაფ შოლცის მთავრობა პოლონეთს Leopard-ის ტიპის ტანკებს დაჰპირდა, რაც პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინისთავის გადაცემული ტანკების შედეგად გამოწვეულ დანაკლისს შეუვსებდა.

"თქვენ არ შეასრულეთ თქვენი დაპირება და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ამით. ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ დიდი რაოდენობით ტანკები, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი, როგორც მეზობელი პასუხისმგებლობა. თუ გერმანია დაგვიჭერდა მხარს, თუ მივიღებდით მათ ჩანაცვლებას გაცვლის სახით, მაშინ ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით", - განაცხადა დუდამ.