ავტორი:

"გვჭირდება ახალი მიდგომა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ახალი სტრატეგია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის ფემიციდს" - პრეზიდენტი

"გვჭირდება ახალი მიდგომა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ახალი სტრატეგია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის ფემიციდს" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ახალი სტრატეგია სჭირდება.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"შევხვდი ასა რეგნერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს. იმ ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე მუშაობს.

ჩვენ რაც გვჭირდება, ეს არის ახალი მიდგომა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ახალი სტრატეგია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის ფემიციდს!", - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.