"არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსები მათ წინააღმდეგ არ გამოიყენებენ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და წამების მეთოდებს" - რას ამბობს უკრაინელი ექსპერტი "აზოველების" ბედზე?

"არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსები მათ წინააღმდეგ არ გამოიყენებენ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და წამების მეთოდებს" - რას ამბობს უკრაინელი ექსპერტი "აზოველების" ბედზე?

"აზოველების“ ბედზე, უკრაინის ფრონტებზე არსებულ ვითარებაზე, იმაზე, თუ როგორ აფასებენ კიევში უკრაინისადმი დასავლეთის დახმარებას, ასევე რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის მინსკის შეთანხმების მსგავსი შეთანხმება გაფორმდეს, “ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, ალექსეი გარანს ესაუბრა, რომლიდ ფრაგმენტსაც გთავაზობთ:

- ბატონო ალექსეი, უკრაინასთან დაკავშირებით ყველა თემა აქტუალურია, მაგრამ გვინდა ჩვენი საუბარი დავიწყოთ აზოვსტალიდან გამოყვანილი "აზოველების“ მეომრების ბედით, რადგან ფაქტია, რომ მათი მომავალი გაურკვეველია. სამწუხაროდ ასეა, რადგან რუსეთის დუმამ დაჩქარებული ტემპებით დაიწყო კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც მათ ნაცისტებად და ტერორისტებად აღიარებას და მათ სამაგალითოდ დასჯას ითვალისწინებს. თქვენთან დაკავშირებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ გასასამართლებლად ტრიბუნალს ამზადებენ. ცხადია, რომ "აზოველების“ ბედთან დაკავშირებით ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა, მაგრამ, რეალურად, რუსების მხრიდან მათ მიმართ ჰუმანურობის გამოვლენის არანაირი იმედი რომ არ არსებობს, ფაქტია. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსკოვი "აზოველებთან“ დაკავშირებით?

- რუსეთი ტერორისტული და ტოტალიტარული სახელმწიფოა, ამიტომ ერთი მხრივ ძნელი სავარაუდო არაა თუ რა ნაბიჯებს გადადგამს კრემლი "აზოველებთან“ დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ მათთან დაკავშირებით როგორ განვითარდება მოვლენები, თქმა, მაინც ძალიან რთულია.

ასეა იმის გამო, რომ რუსეთი გახლავთ ქვეყანა, რომელიც არღვევს ყველა საერთაშორისო შეთანხმებებსა და საერთაშორისო ნორმებს. ეს რომ ასეა, ჩვენ უკრაინაში ყოველ დღე ვხედავთ. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ მასიური მკვლელობები, არამედ ადამიანების ძარცვა, მათზე ძალადობა, ქვეყნიდან გააქვთ უკრაინული ხორბალი, არღვევენ ომის წარმოების ყველა ნორმებს.

იმას, რასაც ახლა რუსეთი უკრაინაში აკეთებს, მას შეიძლება დაუპირისპირდეს მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკის სიმტკიცე და ის სანქციები, რომელიც რუსეთს დაუწესდა.

ჩვენც გვყავს ტყვეებად რუსი ჯარისკაცები, მაგრამ ვიცით, რომ რუსეთს თავის ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებზე არასდროს უზრუნია და ახლაც არ ზრუნავს. მათთვის ისინი არაფერს წარმოადგენენ. ასე რომაა, ეს იმაშიც კარგად ჩანს, რომ რუსებს ბრძოლის ველიდან თავისი დაღუპული ჯარისკაცებიც არ გაჰყავთ.

- იყო საუბრები, თითქოს რუსები მზად იყვნენ "აზოველები“ გაეცვალათ პუტინთან დაახლოებულ ვიქტორ მედვედჩუკზე, მაგრამ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა ამგვარი რამ გამორიცხა. რუსებისგან არაფერი გამორიცხული არაა, მაგრამ საინტერესოა, ახლა როგორ მოიქცევიან "აზოველების“ გამოყვანაში აქტიურად ჩართული გაერო, "წითელი ჯვარი“, შვეიცარია, საფრანგეთი და ისრაელი, რომლებმაც ივალდებულეს მათი უსაფრთხოდ გამოყვანა?

- გაერომ და "წითელმა ჯვარმა“ განაცხადა, რომ რუსები მათ დაჰპირდნენ არ დაერღვიათ საერთაშორისო კანონმდებლობა, რომელიც ტყვეებთან ჰუმანურ მოპყრობას ითვალისწინებს, მაგრამ შეასრულებენ თუ არა რუსები თავის პირობას, არა ვარ დარწმუნებული. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ რუსები მათ წინააღმდეგ არ გამოიყენებენ ფსიქოლოგიურ წამებისა ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდებს.

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ "აზოველების“ ბედთან დაკავშირებით ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორც "წითელი ჯვარია“ სუსტია და ამ საქმეში მათი როლი საკმაოდ შეზღუდულია.

რაც შეეხება გაეროს, მან ერთხელ აჩვენა, რომ იგი არაეფექტური საერთაშორისო ორგანიზაციაა. ეფექტური შეიძლება იყოს იმ ზეწოლის გაგრძელება, რომელსაც კოლექტიური დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ახორციელებს. გააგრძელეთ კითხვა