ავტორი:

"ჩვენ შევასრულეთ „ასოცირების შეთანხმების“ 45%-ზე მეტი - ყველა მიმართულებით უზარმაზარი, ხელშესახები პროგრესი გვაქვს და ხალხი ამას" - პრემიერი

"ჩვენ შევასრულეთ „ასოცირების შეთანხმების“ 45%-ზე მეტი - ყველა მიმართულებით უზარმაზარი, ხელშესახები პროგრესი გვაქვს და ხალხი ამას" - პრემიერი

მიგვაჩნია, რომ ძალიან ერთგულები ვართ ევროკავშირის ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ, ვახორციელებთ დემოკრატიულ რეფორმებს. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც გათვალისწინებულია "ასოცირების შეთანხმებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

"პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ხალხის მოლოდინები. მინდა ვისაუბრო საქართველოზე და ქართველ ხალხზე. ჩვენი მოსახლეობის 80 %-ზე მეტი მხარს უჭერს იდეას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მთავრობის არჩევანი. ჩვენ მივისწრაფვით, ვცდილობთ ევროპასთან დაახლოებას საუკუნეების განმავლობაში. ჩვენ ეს არ დაგვიწყია 2014 წელს, როდესაც გადაწყვეტილების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. ჩვენ საუკუნეებია ვცდილობთ ცივილიზებული ევროპის, მსოფლიოს ნაწილი გავხდეთ. ახლა ჩვენ გვჭირდება ჩვენი ხალხის მოლოდინების მართვა,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ ერთგულია და დემოკრატიულ რეფორმებს ახორციელებს.

"მიგვაჩნია, რომ ძალიან ერთგულები ვართ ევროკავშირის ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ, ვახორციელებთ დემოკრატიულ რეფორმებს. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც გათვალისწინებულია "ასოცირების შეთანხმებით“. ჩვენ შევასრულეთ "ასოცირების შეთანხმების“ 45 %-ზე მეტი. ვახორციელებთ ძალიან ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს 2014 წლიდან. გვაქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ყველა მიმართულებით, იქნება ეს კანონის უზენაესობა, სასამართლო რეფორმა, ღია მმართველობა. ჩვენ ყველა მიმართულებით უზარმაზარი, ხელშესახები პროგრესი გვაქვს და ხალხი ამას ხედავს,“ - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.