ავტორი:

"იან კელი გვიმტკიცებს, რომ დანაშაულისთვის ადამიანის გასამართლება გვაშორებს ევროპას და წამება გვაახლოებს - ეს აბსოლუტური აბსურდია" - გია ვოლსკი

"იან კელი გვიმტკიცებს, რომ დანაშაულისთვის ადამიანის გასამართლება გვაშორებს ევროპას და წამება გვაახლოებს - ეს აბსოლუტური აბსურდია" - გია ვოლსკი

იან კელი გვიმტკიცებს, რომ დანაშაულისთვის ადამიანის გასამართლება გვაშორებს ევროპას და ადამიანთა დიდი ჯგუფის წამება და განზრახ სიკვდილი გვაახლოებს - ეს მოსაზრება გამოხატეს მან და კრამერმა, რაც აბსოლუტური აბსურდია, თუ არა სისულელე,- ამის შესახებ ჟურბსლისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იან კელისა და დევიდ კრამერის სტატიას სახელწოდებით "პუტინი უკრაინაში მარცხდება, მაგრამ საქართველოში იმარჯვებს“.

ამასთან, ვოლსკი იან კელის "ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტს უწოდებს.

"იან კელი არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც წარმოდგენილია როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტი და გვიმტკიცებს, რომ კონკრეტული დანაშაულისთვის ადამიანის გასამართლება გვაშორებს ევროპას და ადამიანთა დიდი ჯგუფის წამება და განზრახ სიკვდილი ციხეებში და არამარტო ციხეებში, არის ის, რაც გვაახლოებს. ეს არის მისი მოსაზრება, რომელიც ერთ აბზაცში ძალიან მოკლედ გამოხატა მან და კრამერმა, რაც აბსოლუტური აბსურდია, თუ არა სისულელე,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

"პუტინი უკრაინაში მარცხდება, მაგრამ საქართველოში იმარჯვებს“ - ამ სათაურით ამერიკულ საინფორმაციო ვებგვერდ The Bulwark-ზე აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ერთობლივი პუბლიკაცია გამოაქვეყნეს.

სტატიაში საუბარია საქართველოს არასწორი მიმართულებით წასვლაზე და ხაზგასმულია, რომ განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის შემდეგ, საქართველოს მმართველობა სულ უფრო ემსგავსება რუსულ მოდელს, სრული ერთპარტიული მმართველობითა და ოპოზიციის დევნით.ავტორები აღნიშნავენ, რომ ბოლო შემაშფოთებელი ნაბიჯი საქართველოს ავტორიტარიზმისაკენ მიმავალ გზაზე გასულ კვირას მოხდა, როდესაც მოსამართლემ წამყვანი ოპოზიციური ტელეკომპანიის "მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით, სამ წელზე მეტი ხნით ციხეში გაუშვა.