ავტორი:

შთამბეჭდავი გარემო და მზიანი სანაპირო - შოტლანდიის მთავრობა ულამაზეს კუნძულზე ცხოვრების სანაცვლოდ 50 000 ფუნტს გადაგიხდით (ფოტოები)

შთამბეჭდავი გარემო და მზიანი სანაპირო - შოტლანდიის მთავრობა ულამაზეს კუნძულზე ცხოვრების სანაცვლოდ 50 000 ფუნტს გადაგიხდით (ფოტოები)

მშვიდი ცხოვრების მოყვარულთათვის, შოტლანდიის მთავრობას შეთავაზება აქვს: 50 000 ფუნტის სანაცვლოდ (დაახლოებით 60 000 დოლარი) კუნძულზე დასახლება. ეს გეგმა ოჯახებსა და ახალგაზრდებს ეხებათ, რომლებიც თანახმა არიან შოტლანდიის კუნძულზე გადასახლდნენ და დეპოპულაციის პრობლემა გადაჭრან.

შოტლანდიის მთავრობა 100 ადამიანს დააჯილდოვებს თანხით: თითოეულ მათგანს, 50 000 ფუნტს სთავაზობს. საერთო ჯამში, სახელმწიფოს, კუნძულის ადამიანებით განსახლება 5 მილიონ ფუნტზე მეტი უჯდება.

შოტლანდიის 93 კუნძულიდან ბევრი მათგანი სახელდება ხოლმე მსოფლიოს ყველაზე ლამაზი კუნძულების სიაში, მათ შორის ყველაზე პოპულარული ორკნი და სკაის კუნძულებია. ოჯახებმა უკვე დაიწყეს გადასახლებაზე განაცხადის გაგზავნა, მათ შორისაა 1 ოჯახი, რომელიც ამჟამად სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობს.

შოტლანდიის პარლამენტის წარმომადგენელი, ალასდაირ ალანი Times-თან ამბობს: "დეპოპულაციასთან საბრძოლველად, რაც შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ". მან თქვა, რომ ფულადი დახმარება ახლადდასახლებულ ადამიანებს წაახალისებს ბიზნესი წამოიწყონ და კუნძულზე საცხოვრებლად გრძელვადიანი გეგმები დასახონ.

თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ 50 000 ფუნტი გადაეცეთ აქ ცხოვრებისთვის ადამიანებს, მოწინააღმდეგეებიც ჰყავს: ლიბერალ-დემოკრატმა ლიამ მაკარტურმა თქვა, რომ აჯობებს ეს ფული ტრანსპორტისა და საცხოვრებლების გაუმჯობესებას მოხმარდეს.

როგორც გადაწყდა, თანხების და საცხოვრებელი სახლების გადანაწილება, ზაფხულში დაიწყება. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მთავრობა კუნძულზე ცხოვრებისთვის ხალხს თანხას სთავაზობს: 2019 წელს, საბერძნეთის კუნძულზე მაცხოვრებლებს, ყოველთვიურად, 450 ევროს უხდიდნენ; 2020 წელს, ირლანდიული კონძული ხალხს, აქ ცხოვრების სანაცვლოდ, საცხოვრებელს და საკვებს სთავაზობდა; შარშან კი კორნუელის კუნძულზე გადასახლების მსურველებს გამოუყო მთავრობამ თანხები.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა