ავტორი:

"ჩემი შვილიშვილი გმირია" - ტეხასის სკოლის ტრაგედიის უცნობი დეტალი: 10 წლის გოგონა თავდამსხმელმა მაშინ მოკლა, როცა ბავშვი 911-ზე რეკავდა

"ჩემი შვილიშვილი გმირია" - ტეხასის სკოლის ტრაგედიის უცნობი დეტალი: 10 წლის გოგონა თავდამსხმელმა მაშინ მოკლა, როცა ბავშვი 911-ზე რეკავდა

აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ უვალდეს დაწყებით სკოლაზე თავდასხმამ მთელი მსოფლიო შეძრა. 18 წლის შეიარაღებულმა პირმა 21 ადამიანი მოკლა, რომელთა შორისაც19 ბავშვია, ხოლო 2 - ზრდასრული.

მოკლულია თავდამსხმელიც - მას პოლიციამ ესროლა.

თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, 10 წლის გოგონა შეიარაღებულმა პირმა მაშინ მოკლა, როცა 911-ზე რეკავდა. ბავშვზე ახლა მისი ბებია, ბერლინდა არეოლა ყვება. მისი შვილიშვილი, ამერი ჯო გარზა მეოთხე კლასში იყო. გოგონა საკლასო ოთახში იჯდა, როცა შეიარაღებული 18 წლის მამაკაცი შევიდა.

"შეიარაღებული მამაკაცი შევიდა და ბავშვებს უთხრა: "თქვენ ახლა მოკვდებით". 10 წლის გოგონას ტელეფონი ჰქონდა და 911-ზე დარეკა. იმის ნაცვლად, რომ თავდამსხმელს მისთვის ტელეფონი წაერთმია, ან გაეტეხა, ადგა და ესროლა". ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბებიას უთხრეს, რომ მისი შვილიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. არეოლა ყვება, რომ გარზას საუკეთესო მეგობარი, რომელიც საკლასო ოთახში მის გვერდით იჯდა, სისხლში იყო ამოსვრილი. გარდაცვლილი გოგონას მეგობრის მდგომარეობა უცნობია.

არეოლა The Daily Beast-თან ინტერვიუში აგრძელებს საუბარს: "ჩემი შვილიშვილი იმისთვის მოკლეს, რომ გმირული საქციელი ჩაიდინა."

18 წლის თავდამსხმელი

წყარო: insider