ავტორი:

"საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ" - რას წერს ანდრია ჯაღმაიძე და როგორ პასუხობს მეუფე შიოს ქადაგებასთან დაკავშირებულ კრიტიკას?

"საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ" - რას წერს ანდრია ჯაღმაიძე და როგორ პასუხობს მეუფე შიოს ქადაგებასთან დაკავშირებულ კრიტიკას?

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დღეისათვის საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ.

ჯაღმაიძე Facebook-ზე გავრცელებულ "პოსტში" საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიოს ქადაგებასთან დაკავშირებულ კრიტიკას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ტრენდს აყოლილებმა" არ მოიწონეს, მეუფე შიოს ქადაგება, სადაც ის ამბობს, რომ მშვიდობიანი კურსი, ნიშნავს აფხაზებთან და ოსებთან სიყვარულზე აგებულ ურთიერთობას.

"ხშირად სხვის შეცდომებს, თუ უპასუხისმგებლობებს, სხვისი შვილები იმკიან.

საკითხი მხოლოდ პოლიტიკური რომ ყოფილიყო ამ თემას არ შევეხებოდი, თუმცა ცხადი ხდება, რომ დღეისათვის საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ და ამბიონზეც კი უვარდებიან იერარქებს (ზოგჯერ იერარქებიც) ქვეყანაში მშვიდობის მსურველებს.

არ მოიწონეს მეუფე შიოს ქადაგებაში ის, რომ მან არ მოიწონა ქვეყნის ომში ჩათრევის კურსი, და მოიწონა ქვეყნის მშვიდობიანი კურსი.

მან თქვა, რომ მშვიდობიანი კურსი, ნიშნავს აფხაზებთან და ოსებთან სიყვარულზე აგებულ ურთიერთობას და არ ეთანხმება არანაირ მოწოდებას ძმებთან ახალი სისხლისღვრისკენ. აი ეს არ მოიწონეს ტრენდს აყოლილებმა",- წერს ჯაღმაიძე.