რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთის სახელმწიფომ, ყოველთვის არის ვიღაც, ვინც ამბობს: გავითვალისწინოთ მისი ინტერესები. ეს წელს დავოსში ისევ ისმოდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა.
"მიუხედავად იმისა, რომ ათასობით რუსული რაკეტა მოხვდა უკრაინას. მიუხედავად ათიათასობით მოკლული უკრაინელის. მიუხედავად ბუჩასა და მარიუპოლისა და ა.შ. მიუხედავად დანგრეული ქალაქებისა.
და მიუხედავად რუსული სახელმწიფოს მიერ აშენებული „ფილტრაციის ბანაკებისა“, სადაც ისინი კლავენ, აწამებენ, აუპატიურებენ და ამცირებენ, როგორც კონვეერში.
რუსეთმა ეს ყველაფერი ევროპაში გააკეთა, მაგრამ მაინც, დავოსში, მაგალითად, ბატონი კისინჯერი ღრმა წარსულიდან გამოდის და ამბობს, რომ უკრაინის ნაწილი რუსეთს უნდა გადაეცეს. რომ არ მოხდეს რუსეთის გაუცხოება ევროპიდან",- აცხადებს ზელენსკი.