ავტორი:

ულამაზესი სუფრა რუსთაველზე, სტენდები და საგამოფენო სივრცეები - რა ელოდებათ დედაქალაქის მთავარ გამზირზე მისულ მოქალაქეებს (ფოტოკოლაჟი)

ულამაზესი სუფრა რუსთაველზე, სტენდები და საგამოფენო სივრცეები - რა ელოდებათ დედაქალაქის მთავარ გამზირზე მისულ მოქალაქეებს (ფოტოკოლაჟი)

თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სამზადისი მიმდინარეობს. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება რუსთაველის გამზირზე 11:00 საათზე დაიწყება, რის ფარგლებშიც, 12:00 საათზე წვევამდელები ფიცს დადებენ, 20:30 საათზე კი გალა კონცერტი გაიმართება.

წლევანდელი თემა არის "ევროპისკენ". რუსთაველის გამზირის გარშემო სხვადასხვა აქტივობა მიმდინარეობს. მოწყობილია როგორც შემეცნებითი, ისტორიული, საგამოფენო სტენდები, სივრცეები, ასევე საბავშვო ზონები.

გთავაზობთ ფოტოკოლაჟს, რა ხდება ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ გამზირზე:

ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი, "ინტერპრესნიუსი"