ავტორი:

რუსეთმა დონეცკში 13 დასახლებული პუნქტი დაბომბა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთმა დონეცკში 13 დასახლებული პუნქტი დაბომბა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, დონეცკის ოლქში 13 დასახლებული პუნქტი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რუსულმა ჯარებმა „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემებიდან, „გრადისა“ და „ტორნადო“ მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებიდან, მძიმე არტილერიიდან, ტანკებიდან ავდეევკას, პოკროვსკის, ბახმუტის, სლავიანსკის, მარინკას, მიკოლაივკას, სვიატოგორსკი, ლიმანი, პივდენოეს, ველიკაია ნოვოსელკას, რაიგოროდოკის, სიდოროვოსა და ვრემოვკას მიმართულებებით ცეცხლი გახსნეს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, განადგურდა 27 სამოქალაქო ობიექტი - საცხოვრებელი კორპუსი, სკოლა, სამედიცინო დაწესებულება და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.