ავტორი:

"არც ერთი დღე არ მიხარია ისე, როგორც 26 მაისი, ჩემს დაბადების დღეზე ასჯერ მეტად" - ალეკო ელისაშვილი

"არც ერთი დღე არ მიხარია ისე, როგორც 26 მაისი, ჩემს დაბადების დღეზე ასჯერ მეტად" - ალეკო ელისაშვილი

დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის ისტორიული შანსი, რომელიც უკრაინის თავგანწირვამ გაგვიჩინა, გამოვიყენოთ. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მოქალაქეს დიდი პასუხისმგებლობა აქვს, რომ საქართველო მდიდარი, მთლიანი, წარმატებული, ღირსეული და ევროპის ნაწილი იყოს.

"გულწრფელად ვიტყვი წლის განმავლობაში არც ერთი დღე არ მიხარია ისე, როგორც 26 მაისი, ჩემს დაბადების დღეზე ასჯერ მეტად. ეს არის ჩვენი ქართული თანამედროვე სახელმწიფოს დაბადება. 30 წელია გვაქვს სახელმწიფო და ყველას დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ საქართველო იყოს მდიდარი, მთლიანი, წარმატებული, ღირსეული და ევროპის ნაწილი ქვეყანა.

ევროკავშირიდან პესიმისტური მოლოდინები არ მაქვს, მაგრამ მე ერთი ვიცი, რომ მოლოდინებზე მეტად ყველამ უნდა მოვინდომოთ, აბსოლუტურად ყველამ. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ - სადაც გასაჩუმებელია - გავჩუმდეთ, სადაც საყვირალია - ვიყვიროთ, რომ საქართველომ ეს ისტორიული შანსი, რომელიც უკრაინის თავგანწირვამ გაგვიჩინა, გამოვიყენოთ და საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი", - განაცხადა ელისაშვილმა.