ავტორი:

Reuters: თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ბოსფორის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფანი გახსნას

Reuters: თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ბოსფორის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფანი გახსნას

თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ბოსფორის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფანი გახსნას , - ამის შესახებ თურქეთის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომლის ვინაობაც მოლაპარაკებების კონფიდენციალურობის გამო არ სახელდება.

ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი“ ავრცელებს.

თურქეთის მიერ მარცვლეულის უკრაინიდან გატანაში დახმარების შესახებ დისკუსიებს "როიტერსთან“ ორი სხვა სანდო წყაროც ადასტურებს.

ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, რუსეთში ის უფრო "ნეიტრალურად“ განიხილება, ვიდრე ალიანსის სხვა დასავლელი წევრები.

შეგახსენებთ, უკრაინის შავი ზღვის პორტებში 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული, რუსული აგრესიის გამო, ბლოკადაშია მოქცეული.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის გარკვეული დასავლური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, სურსათის გადამზიდავი გემებისთვის დერეფანი უზრუნველყოს.