ავტორი:

"ეს არის ჩემი მტკიცე მოთხოვნა" - ლუკაშენკომ უკრაინის საზღვართან სამხრეთის ოპერატიული სარდლობის შექმნის განკარგულება გასცა

"ეს არის ჩემი მტკიცე მოთხოვნა" - ლუკაშენკომ უკრაინის საზღვართან სამხრეთის ოპერატიული სარდლობის შექმნის განკარგულება გასცა

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, საჭიროა, უკრაინის საზღვართან ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობა შეიქმნას.

"დრომ ასე სწრაფად გვაფიქრებინა, რომ სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ეს ოპერატიული სარდლობა. იქნება სამხრეთი მიმართულება დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ სარდლობასთან ერთად", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, მან გასცა განკარგულება, რომ ჯარები, სპეცოპერაციების ძალები და ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები სამხრეთში გაიგზავნონ და მესაზღვრეებთან ერთად დაიცვან საზღვარი.

"ახლაც კი, როდესაც ის არ არის შექმნილი [სამხრეთის ოპერატიული სარდლობა], რესპუბლიკამ უნდა დაიცვას ჩვენი სამხრეთ საზღვრები დღეს მიმდინარე პროცესის ფარგლებში. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ეს როტაცია და ეს არის ჩემი მტკიცე მოთხოვნა", - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.