ავტორი:

"თუ მართლა გაღელვებთ უკრაინა, გამოგვიგზავნეთ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, რაც შეიძლება მალე"- დმიტრო კულება

"თუ მართლა გაღელვებთ უკრაინა, გამოგვიგზავნეთ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, რაც შეიძლება მალე"- დმიტრო კულება

უკრაინის ყველაზე გადაუდებელი აუცილებლობაა მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემების (MLRS) ქონა, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის უპირატესობას მძიმე შეიარაღებაში - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა და დასძინა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მძიმეა, ოფიციალურ კიევს კი რუსებთან საბრძოლველად მეტი იარაღი სჭირდება.

"არტილერიის გარეშე, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ მათ უკან დახევას. თუ მართლა გაღელვებთ უკრაინა, თუ გსურთ, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს, გამოგვიგზავნეთ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, რაც შეიძლება მალე", - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.