ავტორი:

"უსუფაშვილი არის კაცი, რომელმაც კომპარტიის წევრობაზე გადაწყვეტილება 9 აპრილის შემდეგ მიიღო, ასეთ ოჯახს საერთოდ რაზე უნდა ესაუბრო, არ ვიცი" - კობახიძე

"უსუფაშვილი არის კაცი, რომელმაც კომპარტიის წევრობაზე გადაწყვეტილება 9 აპრილის შემდეგ მიიღო, ასეთ ოჯახს საერთოდ რაზე უნდა ესაუბრო, არ ვიცი" - კობახიძე

უსუფაშვილი არის კაცი, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო კომპარტიის წევრობაზე 9 აპრილის შემდეგ, ასეთ ოჯახს საერთოდ რაზე უნდა ესაუბრო, მე არ ვიცი, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, განცხადებები, რომელიც უსუფაშვილმა გააკეთა, სრული აბსურდია.

"აბსოლუტურად არასერიოზულია ეს განცხადება და მე რომ შევყვე ამ პოლემიკას, კიდევ უფრო არასერიოზული იქნება, ამ ადამიანებთან პოლემიკა არის არასერიოზული. უსუფაშვილი არის კაცი, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო კომპარტიის წევრობაზე 9 აპრილის შემდეგ, ასეთ ოჯახს საერთოდ რაზე უნდა ესაუბრო, მე არ ვიცი. ამიტომ არ ვაპირებ არანაირი კომენტარის გაკეთებას, ეს არის სრული აბსურდი,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იმ დროს, როცა ის „ქართული ოცნების“ კოალიციაში იმყოფებოდა, ივანიშვილი კობახიძეს "საშიშ კაცად" მიიჩნევდა. ამასთან, როგორც თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, კობახიძეს ივანიშვილი არამხოლოდ საშიშად მიიჩნევდა, არამედ პარტიიდან მის გაგდებასაც აპირებდა და "უსუფაშვილმა გადაარჩინა".