ავტორი:

"2 თვის წინ ჩვენ სისულელე რომ გაგვეკეთებინა და თქვენთვის დაგვეჯერებინა, რუსეთისთვის ეროვნული დონის სანქციები დაგვეწესებინა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით" - პრემიერი ოპოზიციას

"2 თვის წინ ჩვენ სისულელე რომ გაგვეკეთებინა და თქვენთვის დაგვეჯერებინა, რუსეთისთვის ეროვნული დონის სანქციები დაგვეწესებინა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით" - პრემიერი ოპოზიციას

ახლა მე გეკითხებით, 2 თვის წინ, ჩვენ ეს სისულელე რომ გაგვეკეთებინა და თქვენთვის დაგვეჯერებინა, რუსეთისთვის ეროვნული დონის სანქციები დაგვეწესებინა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, მიუხედავად უკრაინის მიმართ საქართველოს სოლიდარობისა, ისინი "ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ხელმძღვანელობენ და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ შეაცვლევინებს“.

"მე მინდა გკითხოთ ზოგადად, თქვენ რომ გვიკიჟინებთ და მოგვიწოდებთ, რომ დაუწესეთ ეკონომიკურ-ფინანსური სანქციები რუსეთს, თქვენ თუ გაქვთ წარმოდგენა საერთოდ, ერთი მილიონი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, გვაქვს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი ქვეყანა დროებით ოკუპირებულია და რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიებზე, ამ ფონზე, მითუმეტეს, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, სანქციების დაწესება ეროვნულ დონეზე, ეროვნული, ეკონომიკური სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციაზე რა თქმა უნდა, ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ საკუთარ მოქალაქეებს დავუწესებდით სანქციებს და ჩვენ ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ზოგადად ჩვენი სოლიდარობისა უკრაინის მიმართ, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მხოლოდ და ამ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ შეგვაცვლევინებს ვერავინ, რადგან თქვენ ალბათ არ იცით, მაგრამ შეგახსენებთ, დღეს მსოფლიოში არის ურთულესი ვითარება, მსოფლიო ეკონომიკის რეცესია არის მოსალოდნელი, ინფლაცია ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ს გადასცდა, მაგალითად, მოლდოვაში 27%-იანი ინფლაცია აქვთ, აღარ მაქვს საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე და ამ პირობებში, ჩვენ ვინარჩუნებთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას. პირველ კვარტალში ჩვენ 14,4 ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ჩვენი ვალუტა განაგრძობს გამყარებას, იზრდება ტურიზმი, ექსპორტი, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი. ახლა მე გეკითხებით, თქვენ რომ წარმოიდგინოთ, 2 თვის წინ, ჩვენ ეს სისულელე რომ გაგვკეთებიან და თქვენთვის დაგვეჯერებინა, ჩვენ დაგვეწესებინა ეროვნული დონის სანქციები რუსეთისთვის, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს ჩვენ, თქვენ თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და თუ გაქვთ პასუხი, მოქალაქეებს რომ გასცეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.