ლევან სამარგულიანი პროფესიით არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერია. მისი ხედვა განსხვავებული, იდეები კი საკმაოდ ორიგინალურია. როცა ინტერიერზე მუშაობს, შესაძლოა საკმაოდ არაორდინარული და ერთი შეხედვით შეუძლებელი იდეები დაებადოს, თუმცა მისთვის შეუძლებელი ნამდვილად არაფერია.
მის სახლში, მისაღებ ოთახში შეხვდებით, მაგალითად UB-32A საბჭოთა წარმოების, უმართავ რაკეტმტყორცნ დანადგარს, რომელიც დეკორაციის ფუნქციას ასრულებს. მის მიერ აგებულ კოტეჯს, მისივე ინტერიერით, "რემონტის" ჯგუფში შევხვდით, სადაც ხალხის დიდი აღტაცება გამოიწვია.
- საქართველოს ტექნიკური უჯივერსიტეტი დავამთავრე. სხვათა შორის, სტუდენტობის დროს Shin.ge-ს სტატიებს ხშირად ვკითხულობდი და ვიყენებდი. ქართულ ენაზე მწირი იყო ინფორმაცია დიზაინისა და არქიტექტურის შესახებ. გარდა პროექტზე 3D-ში მუშაობისა, ვცდილობ მის
მოსაწყობად განკუთვნილი ავეჯი, განათება თუ აქსესუარები თავად შევქმნა. ახლაც მუშაობის პროცესში ვარ და ვაშენებ სასტუმრო კოტეჯს, რომელიც თავიდან ბოლომდე ჰენდმეიდია, იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად ვერ ველევი ჩემ შექმნილ ავეჯს გასაყიდად და მირჩევნია „გავაქირაო“.
ამ ყველაფრის შემდეგ მაინც ვიტოვებ დროს Off-road-ისთვის - ავტოსპორტისთვის, მაღალი გამავლობის ავტომობილების მონაწილეობით. დღის ბოლოს ან უქმეებზე ქალაქგარეთ ექსტრემალურ უგზოობაშო გასეირნება საკმაოდ კარგი განტვირთვის საშუალებაა.
- რემონტის სფეროში რა გამოცდილება გაქვთ?
- რემონტისკენ პირველი ნაბიჯები, ალბათ როგორც ბევრის ბავშვობაში, „შტაბების“ და ხეზე სახლების მშენებლობით დავიწყე. ამას დაემატა საკმაოდ დიდი საკუთრი სახლი, რომელიც სრულიად გაურემონტებელი შევიძინეთ ოჯახმა 2005 წელს. სტუდენტობის დროს ახლობლებს და მეგობრებს ვაძლევდი რჩევებს ინტერიერსა და დიზაინზე. ეს დღემდე გრძელდება.

- სად მდებარეობს კოტეჯი, რომლის ინტერიერმაც ჯგუფ „რემონტში“ არაერთი ადამიანი აღაფრთოვანა?
- კოტეჯი მდებარეობს ქუთაისში, ერთ-ერთ ყველაზე წყნარ უბანში, პეტრიწის ქუჩაზე, აკაციის ტყეში. ნაგებობა მთლიანად ჩაფლულია მწვანე ფოთლოვან ნარგავებში, ხეების და მცენარეების მოჭრას თავი ავარიდე, ამიტომ ყველა ფანჯრიდან და აივნიდან შეგიძლია მიწვდე ხის ტოტებს.
- კოტეჯის აშენებას თავისი სპეციფიკა აქვს. თქვენ რას მიანიჭეთ უპირატესობა, რა დეტალები გაითვალისწინეთ და რა მასალა გამოიყენეთ მშენებლობის დროს?
- იქიდან გამომდინარე, რომ კოტეჯის აშენების გამოცდილება არ მქონდა, პირველ რიგში, ჩემთვის უპირატესი იყო, რომ მშენებლობა ძვირი არ ყოფილიყო. რადგან მაინც „ექსპერიმენტი“ იყო, ასე ვამჯობინე. ძირითადი კონსტრუქცია მოვარგე ბაზარზე არსებულ მასალებს, რათა ნარჩენი ნაკლები მქონოდა. კოტეჯი 6x6 მეტრზეა...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები