ავტორი:

თბილისში შუქნიშანზე გაჩერებულ ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს - დაჭრილია 2 ადამიანი

თბილისში შუქნიშანზე გაჩერებულ ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს - დაჭრილია 2 ადამიანი

თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სროლის ხმა მაშინ გაისმა, როცა მანქანა შუქნიშანზე იყო გაჩერებული.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.

ამჟამად არაყიშვილის ქუჩაზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 118-ე (ჯანმრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით დაიწყო.