ავტორი:

რუსეთმა ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა

რუსეთმა ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“ 1 000 კილომეტრის მანძილზე წარმატებით გამოსცადეს.

მათივე ცნობით, რაკეტა ბარენცის ზღვის წყლებიდან, თეთრ ზღვაში მდებარე სამიზნისკენ გაისროლეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკეტის გასროლა ახალი იარაღის გაფართოებული გამოცდის ფარგლებში განხორციელდა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რაკეტა რუსული "ადმირალ გრიგოროვიჩის“ კლასის ფრეგატიდან გაისროლეს.

ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონი“ არის ახალი თაობის ზებგერითი შეიარაღების სისტემების ნაწილი, რომელსაც რუსეთი მინიმუმ 2018 წლიდან ავითარებს.