ავტორი:

მოკლულია ოკუპანტების კიდევ ერთი მეთაური ალექსანდრე დოსიაგაევი - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალები?

მოკლულია ოკუპანტების კიდევ ერთი მეთაური ალექსანდრე დოსიაგაევი - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალები?

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტების კიდევ ერთი მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე დოსიაგაევი მოკლეს. ის 104-ე საჰაერო სადესანტო პოლკის სადესანტო თავდასხმის ბატალიონს ხელმძღვანელობდა.

ალექსანდრე დოსიაგაევის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერმა ანატოლი შტრილიცმა პირად ტელეგრამის არხზე გაავრცელა. სად და რა ვითარებაში მოხდა დოსიაგაევის ლიკვიდაცია, უცნობია.