ავტორი:

"რეალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია - ზეიმი და ემოციების ზღვა: რა ხდებოდა მატჩის დასრულების შემდეგ - ყველაზე შთამბეჭდავი კადრები

"რეალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია -  ზეიმი და ემოციების ზღვა: რა ხდებოდა მატჩის დასრულების შემდეგ - ყველაზე შთამბეჭდავი კადრები

ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალმა" "ლივერპული" 1:0 დაამარცხა და მეთოთხმეტედ მოიგო ტურნირი.

შეხვედრის დაწყების წინ არენის მიმდებარე ტერიტორიაზე უბილეთო ინგლისელმა გულშემატკივრებმა არეულობა მოაწყვეს და პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია.

შეხვედრა მეტ-ნაკლებად თანაბარი დებიუტით დაიწყო. მადრიდელებს ერთადერთი შანსი ტაიმის დასასრულს ჰქონდათ, ბენზემამ გაიტანა კიდეც, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

შესვენების შემდეგ ანგარიში "რეალმა“ გახსნა. ფედე ვალვერდეს საგოლე გადაცემით ვინისიუსმა გოლი 59-ე წუთზე გაიტანა და შეხვედრა "რეალის" გამარჯვებით დასრულდა.