ავტორი:

უკრაინაში, ომში კიდევ ორი ცხინვალელი დაიღუპა - რას წერს ადგილობრივი სააგენტო გარდაცვლილებზე

უკრაინაში, ომში კიდევ ორი ცხინვალელი დაიღუპა - რას წერს ადგილობრივი სააგენტო გარდაცვლილებზე

უკრაინაში, ომში "სამხრეთ ოსეთის" თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კიდევ ორი მცხოვრები დაიღუპა.

როგორც ადგილობრივი სააგენტო "რესი“ "ტელეგრამის“ არხზე იტყობინება, დაღუპულები არიან ცხინვალელი მოხალისეები, როლანდ ცხოვრებოვი და ალან ბაგაევი.

მათივე ინფორმაციით, ისინი 27 მაისს დაიღუპნენ და ორივე მათგანი 36 წლის იყო.

როლანდ ცხოვრებოვს სამი შვილი დარჩა.