ავტორი:

არსებული ინფორმაციით, თბილისში 5 ტრანსგენდერ ქალს ათობით კაცი თავს დაესხა და მათზე ფიზიკურად იძალადა

არსებული ინფორმაციით, თბილისში 5 ტრანსგენდერ ქალს ათობით კაცი თავს დაესხა და მათზე ფიზიკურად იძალადა

არსებული ინფორმაციით, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში 5 ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძალადობა 29 მაისს, გამთენიისას მოხდა.

ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი "ფორმულასთან" აცხადებს, რომ ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი პირი მათთან სახლში მივიდა და სექს მომსახურება მოსთხოვა, რის შემდეგაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მოკვლით დაემუქრა და დაურეკა რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ადგილზე მივიდნენ.

ამავე ინფორმაციით, 30-მდე კაცმა მათზე ფიზიკურად იძალადა. ასევე, თავდამსხმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პირს, ვისგანაც ბინა აქვთ ნაქირავები.

"ინტერპრესნიუსი" მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.