ავტორი:

"რომ არა ზალიკო უდუმაშვილი, პარტიის არსებობა-არარსებობა 2017 წელს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დამდგარიყო - წარმატებები და მადლობა" - ნიკა მელია

"რომ არა ზალიკო უდუმაშვილი, პარტიის არსებობა-არარსებობა 2017 წელს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დამდგარიყო - წარმატებები და მადლობა" - ნიკა მელია

ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ბევრს ეს ხშირად ავიწყდება - რომ არა ზალიკო უდუმაშვილი, ამ პარტიის არსებობა-არარსებობა 2017 წელს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დამდგარიყო, დიდი მადლობა ამისთვის და არამხოლოდ ამისთვის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ზალიკო უდუმაშვილმა პარტიის დატოვების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

მელიამ ასევე წარმატება უსურვა უდუმაშვილს.

"ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის თქმით, უდუმაშვილი მის გუნდს ყველაზე რთულ პერიოდში შემოუერთდა.

"მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ არაერთი სირთულე გვქონია და დღესაც ვართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში - ვგულისხმობ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, 2017 წელი იყო ამ პარტიისთვის ურთულესი პერიოდი, როდესაც არჩევნებზე არ გასვლის ალბათობაც კი იდგა. რომ არა ზალიკო უდუმაშვილის გადაწყვეტილება, რომ შემოგვიერთდა ბრძოლის ველზე, გამიჭირდება იმის თქმა, რომ ჩვენ 2017 წელს შევძლებდით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ვფიქრობ, ერთად ურთულესი 5 წელიწადი გავიარეთ. ჩვენი თანამშრომლობით და მეგობრობით ჩვენ მხოლოდ გავძლიერდით.

როგორც თანამებრძოლს, მეგობარს, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ 2017 წლისთვის. შეიძლება გარედან არ ჩანდა, თუ რა გამოწვევების წინაშე ვიდექით, მაგრამ მერწმუნეთ, კარგად მახსოვს ის პერიოდი და მას შემდეგ დღემდე იმ ბრძოლისთვის, რომელსაც დაუღალავად ეწეოდა ზალიკო. მიმაჩნია, რომ ის ნაბიჯი, რომელსაც ის ახლა დგამს, არანაკლებ მძიმე იქნება, რადგან ამ ქვეყანაში თუკი რაიმე არის დასაცავი, ეს არის თავისუფალი სიტყვა და ამ პროცესში ზალიკო უდუმაშვილი იტყვის ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას. წარმატებები ზალიკოს და მადლობა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.