ავტორი:

კიმ ჩენ ინის პოლიტბიუროს შეფასებით, ჩრდილოეთ კორეაში კოვიდსიტუაცია გაუმჯობესდა - ჯანდაცვის ექსპერტების თქმით კი, ინფიცირების რეალური მასშტაბები უცნობია

კიმ ჩენ ინის პოლიტბიუროს შეფასებით, ჩრდილოეთ კორეაში კოვიდსიტუაცია გაუმჯობესდა - ჯანდაცვის ექსპერტების თქმით კი, ინფიცირების რეალური მასშტაბები უცნობია

როგორც "როიტერსი" იტყობინება, ჩრდილოეთ კორეამ, კორონავირუსის გამო ქალაქ ფხენიანში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა. შეზღუდვები რამდენიმე კვირის წინ, კორონავირუსის აფეთქების შემდეგ დააწესეს. "ლოკდაუნმა" ქვეყნის მასშტაბით ვაქცინების, სამედიცინო და საკვების მარაგის ნაკლებობა გამოიწვია. ქვეყანა აცხადებს, რომ სიტუაცია ახლა კონტროლს ექვემდებარება.

კვირას, იაპონურმა საინფორმაციო სააგენტო "კიოდომ", ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, შეზღუდვების მოხსნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს სპიკერმა კი განაცხადა, რომ ვერ ადასტურებს ამ ინფორმაციას, რადგან ჩრდილოეთის სახელმწიფო მედია გადაწყვეტილებას ოფიციალურად არ ასაჯაროებს.

კვირას, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პოლიტბიუროს სხდომას უხელმძღვანელა, რათა ანტიეპიდემიური შეზღუდვებისთვის გადაეხედათ. პოლიტბიუროს შეფასებით, ქვეყანაში კოვიდსიტუაცია გაუმჯობესდა:

"პოლიტიკურმა ბიურომ შეისწავლა ანტიეპიდემიური რეგულაციების და მითითებების ეფექტიანი და სწრაფი კოორდინაციის და აღსრულების საკითხი არსებული სტაბილური ანტიეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით", - გამოაცხადა ჩრდილოეთის სახელმწიფო მედია KCNA-მ.

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ამ კვირაში კორონავირუსის 3-ჯერ უფრო ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე 2 კვირის წინ. დაღუპულთა რიცხვი კი, ოფიციალურად, 70-მდეა. ჩრდილოეთ კორეას კოვიდტესტების მარაგი მცირე აქვს, ამასთანავე, ინფორმაციის მიღება დიქტატორული სახელმწიფოდან ძალიან რთულა, შესაბამისად, ექსპერტების შეფასებით, ბევრად მეტი ადამიანი უნდა იყოს ინფიცირებული, აქედან გამომდინარე, ინფიცირების რეალური მასშტაბები უცნობია.

წყარო:reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა