ავტორი:

"ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააცნობიეროს, რომ ისტორიული შანსის წინაშე ვდგავართ, ყველა იქნება პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რომელსაც საქართველო მიიღებს" - ხათუნა ლაგაზიძე

"ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააცნობიეროს, რომ ისტორიული შანსის წინაშე ვდგავართ, ყველა იქნება პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რომელსაც საქართველო მიიღებს" - ხათუნა ლაგაზიძე

დღეს ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გამოიჩინოს მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, უნდა გააცნობიეროს, რომ დღეს საქართველოსთვის ისტორიული შანსის წინაშე ვდგავართ, სხვაგვარად ყველა იქნება პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რომელსაც საქართველო მიიღებს, - ამის შესახებ "სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის" თავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, ჯერ კიდევ არის დრო იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თუნდაც დეკლარირების დონეზე გამოხატოს მზაობა ცვლილებების, რომლისკენაც ევროკავშირი მოგვიწოდებს.

"დღევანდელი კონფერენცია საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემას ეძღვნება, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მოვისმინეთ რამდენიმე საინტერესო გამოსვლა, მათ შორის ხაზს გავუსვამ საქართველოს პრეზიდენტისა და ევროკავშირის ელჩის გამოსვლებს. ამ ორი გამოსვლის მთავარი გამაერთიანებელი მესიჯი იყო ის, რომ დღეს საქართველოს ისე სჭირდება ერთიანობა, როგორც არასდროს. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გადადოს განსხვავებები გვერდზე იმიტომ, რომ დღეს დგას საქართველოსთვის ისტორიული მომენტი. ევროკავშირის ელჩისგან არ უნდა ვისმენდეთ და სირცხვილია, თუ როგორ უმასპინძლდებიან ერთმანეთს საქართველოს პოლიტიკური ძალები. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირი გაფართოებული ყურადღებით გვისმენს. ამ გზაზე არა მარტო სასამართლო რეფორმები, საკონსტიტუციო ცვლილებებია მნიშვნელოვანი, არამედ, სწორედ ერთიანობა.

დღეს არის მნიშვნელოვანი დასავლეთმა დაინახოს, რომ საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრი შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც წაეყენება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას. დღეს ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გამოიჩინოს მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, უნდა გააცნობიეროს, რომ დღეს საქართველოსთვის ისტორიული შანსის წინაშე ვდგავართ, სხვაგვარად ყველა იქნება პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რომელსაც საქართველო მიიღებს. ევროკავშირის ელჩმა უკიდურესად საინტერესო ფრაზა თქვა თავისი გამოსვლის დასასრულს "დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ“- ძნელად მახსენდება ასეთი მოკლე ფრაზით გამოხატული და შეფასებული საქართველოს დღევანდელი რეალობა. დღეს ევროკავშირს სჭირდება დახმარება იმისთვის, რომ დაგვეხმაროს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. ევროკავშირის ელჩმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას და დარჩენილ დღეებსა და კვირებში საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას გაუადვილებს. ჯერ კიდევ არის დრო იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თუნდაც დეკლარირების დონეზე გამოხატოს მზაობა ცვლილებების, რომლისკენაც ევროკავშირი მოგვიწოდებს“, - განაცხადა ლაგაზიძემ.