ავტორი:

"დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები..." - რას წერს ნიკა კვარაცხელიას დედა ძმებ კაკულიების დაკავებაზე?

"დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები..." - რას წერს ნიკა კვარაცხელიას დედა ძმებ კაკულიების დაკავებაზე?

ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ძმებ კაკულიების დაკავებას ეხმიანება. ის პოსტს ნიკო კვარაცხელიას მიერ შემნილ პლატფორმა "feedc"-ზე აქვეყნებს.

"ძალიან რთული დღე გვაქვს, ემოციურად ურთულესი, დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები (ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია მკვლელი ჭელიძის და მკვლელი კაველაძის აღიარებიდან) ძმებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი, და გასროლით ამცნეს ქალაქის შუაგულს აქ ვართ არსად წავსულვართ დაიჩოქეთო. არა, შვილებო, არა! ვერ დაგიჩოქებთ და თქვენ ნამდვილად მოგიწევთ დაჩოქება უფლის წინაშე.

ვიმედოვნებ ეყოფა შესაბამის ორგანოებს გონი და იარაღის უკანონო შენახვა ტარებას კი არა ნიკოს ამბავს მოჰკითხავენ საფუძვლიანად, თქვენ კი შიშს დამონებულო კემბრიჯ - ვებსტერელო ახალგაზრდებო ნუღარ შეგეშინდებათ და მოჰყევით რას გაიძულებდნენ ძმები, რას განიხილავდით ხუთდღიანი სტუმრობისას ერევანში! სანამ ძმებს გაუღიათ პირი ითანამშრომლეთ პროკურატურასთან, თქვენი ყურში ჩურჩული არავის სჭირდება და მოჰყევით თამამად ან თუნდაც დედების თანდასწრებით!“, - წერს იზა ომაძე.

ცნობისთვის, ძმები გუგა და დავით კაკულიები წუხელ, გვიან ღამით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაკავებული ძმების, გუგა და დავით კაკულიების ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, მათი დაკავება არც არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრას და არც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს არ უკავშირდება.

ასევე იხილეთ: