ავტორი:

თბილისში 15 წლის მოზარდი დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, ინციდენტი სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა

თბილისში 15 წლის მოზარდი დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, ინციდენტი სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა

თბილისში, სამგორში არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის მოზარდს დაზიანება ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც შსს-ში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე 19-109 მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.