ავტორი:

ალან გაგლოევმა ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების "განკარგულება" შეაჩერა

ალან გაგლოევმა ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების "განკარგულება" შეაჩერა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების განკარგულება შეაჩერა.

გაგლოევი ე.წ. განკარგულებაში "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომი ინტეგრაციის გზების შესახებ" მიუთითებს "რეფერენდუმზე წარდგენილი საკითხის სამართლებრივი შედეგების გაურკვევლობაზე", ასევე "იმ საკითხებზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს ეხება, რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ცალმხრივი გადაწყვეტილების დაუშვებლობაზე".

ამასთან, გაგლოევის "დოკუმენტში“ აღნიშნულია, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაიმართოს კონსულტაციები რუსულ მხარესთან "სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მთელ სპექტრზე“.

შეგახსენებთ, 13 მაისს ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა "განკარგულებას“ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.