ავტორი:

ასაკოვანი ქალის ფორმაში გადაცმულმა მამაკაცმა ლუვრში "მონა ლიზას" დაზიანება სცადა - "ნახატს ჯერ მუშტებს ურტყამდა, შემდეგ ტორტის ნაჭერი წაუსვა"

ასაკოვანი ქალის ფორმაში გადაცმულმა მამაკაცმა ლუვრში "მონა ლიზას" დაზიანება სცადა - "ნახატს ჯერ მუშტებს ურტყამდა, შემდეგ ტორტის ნაჭერი წაუსვა"

ლუვრში, მამაკაცი, რომელიც ასაკოვანი ქალის ფორმაში გადაცმული იჯდა ეტლში, ლეონარდო და ვინჩის "მონა ლიზასთან“ მივიდა და ტორტის კრემით მოსვარა. საბედნიეროდ, ტილო არ დაზიანებულა, რადგან ის დამცავ მინაში იყო მოთავსებული.

ნამუშევარს დამცავი მინა 1950 წელს გაუკეთეს, მჟავით თავდასხმის ინციდენტის შემდეგ.

სანამ დაცვას თავდამსხმელი დარბაზიდან გაჰყავდა, ის ხალხს უყვიროდა: "დედამიწაზე იფიქრეთ“. ინციდენტის მომსწრე დამთვალიერებლებმა კი თქვეს, რომ გაოგნებისგან "ყბა ჩამოუვარდათ."

ლუვრის ვიზიტორი, ამერიკელი ტურისტი, ლუკ სუნდბერგი ყველაფერს შეესწრო: "ხალხმა უცებ შეიცხადა, ყველამ მაღლა ავიხედეთ და ვიღაც კაცი, რომელიც ეტლში იჯდა და ხნიერი ქალის ფორმაში იყო გადაცმული, ნახატს ეცა და მუშტებს ურტყამდა, შემდეგ კი მისი ზედაპირი ტორტით მოსვარა. დაცვას დაახლოებით 10-15 წამი დასჭირდა, რომ ადგილიდან გაეყვანა.

ამ დროს ხალხი უკვე პანიკაში იყო", - ჰყვება თვითმხილველი, რომელმაც ინციდენტის ვიდეოზე აღბეჭდვაც მოასწრო.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Maybe this is just nuts to me💀but an man dressed as an old lady jumps out of a wheel chair and attempted to smash the bullet proof glass of the Mona Lisa. Then proceeds to smear cake on the glass, and throws roses everywhere all before being tackled by security. 😂??? <a href="https://t.co/OFXdx9eWcM">pic.twitter.com/OFXdx9eWcM</a></p>&mdash; Lukeee🧃 (@lukeXC2002) <a href="https://twitter.com/lukeXC2002/status/1530939993803440129?ref_src=twsrc%5Etfw">May 29, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

აქტივისტი, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ნამუშევრის დაზიანება სცადა, გალერეაში ვარდებსაც ფანტავდა და ხალხს დედამიწაზე ფიქრისკენ მოუწოდებდა: "არსებობს ხალხი, ვინც დედამიწას ანადგურებს. ამაზე იფიქრეთ. მხატვრები გეუბნებიან: დედამიწაზე იფიქრეთო. მეც ამიტომ გავაკეთე ეს“.

36 წლის მამაკაცი დააკავეს და პოლიციის ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს, პარიზის პროკურატურამ ორშაბათს დაადასტურა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა