ავტორი:

სპეცოპერაცია ბათუმში - არსებული ინფორმაციით, დაკავებულია თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი: ფოტოები ადგილიდან

სპეცოპერაცია ბათუმში - არსებული ინფორმაციით, დაკავებულია თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი: ფოტოები ადგილიდან

ბათუმში „მეტრო სითის“ საცხოვრებელ კორპუსში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.

კომპლექში არსებულ სავაჭრო ცენტრ “ეუფორიას” თანამშრომლები შენობის გარეთ გამოვიდნენ და აცხადებენ, რომ არსებული ინფორმაციით, თურქი ბიზნესმენის და კომპანია "მეტრო სითის" მფლობელი გალიფ ოზთურქის დაკავების პროცედურები მიმდინარეობს.

სავაჭრო ცენტის თანამშრომლების ინფორმაციით, მათ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა შენობის დატოვება სთხოვეს. ისინი სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

ფოტოები: მარიკო კეკელიძე