ავტორი:

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა შესაძლოა ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყაროს კენჭი - რა გახდა ამის მიზეზი?

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა შესაძლოა ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყაროს კენჭი - რა გახდა ამის მიზეზი?

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის დეპუტატი სერ ბობ ნილი აცხადებს, რომ მომავალ კვირას გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა შესაძლოა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადებას უყაროს კენჭი. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

მათივე ცნობით, 28 დეპუტატს ჯონსონის დაუყოვნებლივი გადაყენება წვეულებების სკანდალთან დაკავშირებით სურს, რომელსაც ბრიტანულმა მედიამ "ფართიგეითი" უწოდა. საუბარია, პრემიერის მიერ მკაცრი „ლოქდაუნის“ დროს კოვიდ-რეგულაციების დარღვევაზე.

ცნობისთვის, გასულ კვირას აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით უფროსი საჯარო მოხელის სუ გრეის მიერ მომზადებული ანგარიში გამოქვეყნდა, რის შემდეგაც ბორის ჯონსონმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და სრული პასუხისმგებლობაც აიღო, თუმცა გადადგომაზე უარი განაცხადა.