ავტორი:

სასამართლო ძმები კაკულიების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

სასამართლო ძმები კაკულიების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

დაკავებული ძმების, დავით და გუგა კაკულიების საქმეზე სასამართლო პროცესი 1-ელ ივნისს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებულების ადვოკატი გიორგი ანთაძე მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.