ავტორი:

ჯონი დეპი და ქეით მოსი ისევ ერთად? - მსახიობმა ყოფილი შეყვარებული, სკანდალური სასამართლოს შემდეგ, კონცერტზე დაპატიჟა

ჯონი დეპი და ქეით მოსი ისევ ერთად? - მსახიობმა ყოფილი შეყვარებული, სკანდალური სასამართლოს შემდეგ, კონცერტზე დაპატიჟა

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯონი დეპი მიუხედავად მის გარშემო მიმდინარე სკანდალური ამბებისა, ახერხებს დრო ყველაფრისთვის გამონახოს და როგორც ცანს, ყოფილ ცოლთან სასამართლო დავა ხელს ვერ უშლის დრო უფრო სასიამოვნო საქმეებს მოახმაროს.

გარდა იმისა, რომ მან ერთ-ერთ კონცერტზე გიტარისტობა შეითავსა და მაყურებლის წინაშე წარსდგა, მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ დეპმა თავისი ყოფილი გერლფრენდი, სუპერმოდელი ქეით მოსი ჯეფ ბეკის კონცერტზე დაპატიჟა.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ქეითმა სასამართლოზე ჩვენება მისცა და თქვა, რომ დეპს მასზე არასდროს უძალადია. წყვილი ერთმანეთს 90-იან წლებში ხვდებოდა და თავიანთი სილამაზით ყველას ნუსხავდა.

ამჯერად, მოდელმა საზოგადოებას ღიად უჩვენა ჯონი დეპისადმი მხარდაჭერა და ჯეფ ბეკის კონცერტზე ყოფილი პარტნიორის გამოსვლის სანახავად მივიდა.

ქეით მოსი კონცერტის დაწყებამდე დაახლოებით საათნახევრით ადრე მივიდა. ის ლურჯი მერსედესიდან გადმოვიდა და დაცვამ სცენაზე გასასვლელი კარისკენ მიაცილა.

წინა კვირას, ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლოზე, მოსმა უარყო, რომ ჯონი დეპმა კიბეზე მას ხელი ჰკრა - "წვიმიანი ამინდი იყო, მე კიბეზე ფეხი დამიცდა, ვიკივლე და ჯონი ეგრევე გამოიქცა ჩემს დასახმარებლად. მან ხელში აყვანილი წამიყვანა ოთახში და სამედიცინო დახმარებაც აღმომიჩინა", - თქვა მოდელმა.

ფანები არ გამორიცხავენ, რომ ამ პროცესის შემდეგ ქეით მოსი ჯონი დეპის ცხოვრებაში დაბრუნდეს.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა