ავტორი:

6 ივნისიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად "კულინარიული სერიის“ მეორე ტომი - ვეგეტარიანული სამზარეულო  გამოვა

6 ივნისიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად "კულინარიული სერიის“ მეორე ტომი - ვეგეტარიანული სამზარეულო  გამოვა

საკვები ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამიტომ კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, მისი მომზადების ძალიან ბევრნაირი გზა დაგროვდა. კულინარიული წიგნები არასოდეს კარგავს პოპულარობას. მსოფლიოში ცნობილი შეფები კი დაუღალავად მუშაობენ კერძების ახლებურ ვარიაციებზე, მათ დახვეწასა და განვითარებაზე.

მათ, ვისაც სიამოვნებას ანიჭებს სახლში გემრიელი კერძების მომზადება, მზადაა ექსპერიმენტებისთვის სამზარეულოში და ახალი გემოების აღმოჩენაც აინტერესებს, გამომცემლობა „პალიტრა L“ კულინარიული წიგნების ახალ სერიას სთავაზობს. სერია სულ 8 წიგნს აერთიანებს, რომლებიც თვეში ერთხელ გამოდის და მკითხველს სხვადასხვა ტიპის სამზარეულოდან, გამორჩეულ და საინტერესო კერძებს სთავაზობს.

ყოველ წიგნში 100 ჯანსაღი და მარტივად მოსამზადებელი რეცეპტია წარმოდგენილი, რომელთა მომზადებასაც ნებისმიერი შეძლებს.

კულინარიული სერიის ფარგლებში ჯამში 8 ტომი გამოიცემა:

· კერძები გრილზე;

· ნაყინი და შარბათი;

· დიეტური კერძები;

· ჯანსაღი დესერტები;

· ვეგეტარიანული სამზარეულო;

· კოქტეილები;

· პიცა, ბურგერი და ნაჩოსი;

· დეტოქსი.

6 ივნისს კულინარიული სერიის რიგით მეორე ტომი - „ვეგეტარიანული კერძები“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა და მისი შეძენა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი. წიგნის სპეციალური ფასი 13 ლარია. გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად კი მისი შეძენა 15 ლარად იქნება შესაძლებელი.

გამოცემის შეძენა შესაძლებელია წიგნის მაღაზიებსა და პრესის გამავრცელებელ წერტილებშიც. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ონლაინ მაღაზიით და კურიერი შენაძენს სასურველ მისამართზე მოგიტანთ.

კულინარიული წიგნების სერიიდან გამორჩეულ რეცეპტებს პერიოდულად საიტ Gemrielia.ge-ზე იხილავთ. ამჯერად გთავაზობთ ერთ-ერთი საინტერესო ვეგეტარიანული კერძის რეცეპტს, სერიის ახალი ტომიდან.

ბოსტნეულის ხვეულები გუაკამოლეთი

ბოსტნეულის ხვეულები უგემრიელესი და ჯანსაღი წასახემსებელია, რომელიც თამამად შეგიძლიათ მიირთვათ დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს თუ უქმე დღეების ლანჩზე.

ულუფა:4. მომზადება: 30წთ+30 წთ. დასაყოვნებლად. შეწვის დრო: 20-25 წთ. მომზადების სირთულის დონე: 1

ინგრედიენტები:

· სალსა (სოუსი)

· 6 მწიფე პომიდორი, კუბებად დაჭრილი

· 1 კბ. ნიორი, წვრილად დაჭრილი

· 1 პატარა ხახვი, წვრილად დაჭრილი

· ½ ახალი მწვანე წიწაკა ჩილი, თესლგამოცლილი და წვრილად დაჭრილი

· 1 ს/კ. ნედლი ქინძი, წვრილად დაჭრილი

გუაკამოლე

· 2 მწიფე ავოკადო, გაფცქვნილი და კურკაგამოცლილი

· 2 ს/კ. ახალგამოწურული ლაიმის წვენი

· 1 კბ. ნიორი, წვრილად დაჭრილი

· 1 პატარა ხახვი, წვრილად დაჭრილი

· ¼ ახალი მწვანე წიწაკა ჩილი, თესლგამოცლილი და წვრილად დაჭრილი

· 1 ს/კ. წვრილად დაჭრილი ქინძი

ხვეულები (ვრაპები)

· 1 ყაბაყი, გრძელ და თხელ ზოლებად დაჭრილი

· 1 წითელი ბულგარული წიწაკა, თესლგამოცლილი და თხელ ზოლებად დაჭრილი

· 4 ცალი დიდი ზომის ფქვილის ტორტილა

მომზადების წესი:

სალსა

თასში ერთმანეთს შეურიეთ პომიდორი, ნიორი, ხახვი, წიწაკა ჩილი და ნედლი ქინძი. ეს ნაზავი 30 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

გუაკამოლე

ცალკე თასში ჩაასრისეთ ავოკადო, მოასხით ლაიმის წვენი, დაუმატეთ ნიორი, ხახვი, პომიდორი, წიწაკა ჩილი და ქინძი. კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ხვეულები

გრილის ტაფა საშუალო ცეცხლზე გაახურეთ. გახურებულ ტაფაზე ზოლებად დაჭრილი ყაბაყი და ბულგარული წიწაკა ისე შეწწვით, რომ ბოსტნეული დარბილდეს და ტაფის ნაჭდევების შავი ზოლები დაეტყოს.

ტორტილები გრილის ტაფაზე შეათბეთ. თბილ ტორტილებს თითო-თითო სადილის კოვზი გუაკამოლე და სალსა წაუსვით.

ოთხივე ტორტილაზე თანაბრად გადაანაწილეთ შემწვარი ბოსტნეული. გადაახვიეთ გულსართიანი ტორტილიები და გრილის ტაფაზე ორივე მხრიდან 1 წუთის განმავლობაში დაბრაწეთ. ბოსტნეულის ხვეულები სუფრაზე დარჩენილი გუაკამოლესა და სალსას თანხლებით, თბილი მიიტანეთ.

გემრიელად მიირთვით!