ავტორი:

სად შეგიძლიათ ბავშვების უფასოდ გართობა 1-ელ ივნისს - რა ღონისძიებები გაიმართება თბილისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს

სად შეგიძლიათ ბავშვების უფასოდ გართობა 1-ელ ივნისს - რა ღონისძიებები გაიმართება თბილისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს

ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დედაქალაქის მასშტაბით კი სხვადასხვა გასართობი პროგრამა და აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დასწრება უფასო იქნება:

"პირველი ივნისი დედაქალაქის მასშტაბით სამ დიდ პარკში აღინიშნება. ესენია: ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი, მზიურის პარკი და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი (ე.წ. კიკვიძის პარკი). ღონისძიების ფარგლებში სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტი. ამ სივრცეებში სივრცეში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობა.

ასევე, მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს სხვადასხვა სახის ტკბილეული უფასოდ გადაეცემათ, მათ განწყობაზე კი ზღაპრის გმირები იზრუნებენ. გარდა ამისა, კვირეული ფარგლებში, 1-დან 6 ივნისის ჩათვლით, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სახლის ორგანიზებით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში გაიმართება გოგი თოდაძის სახელობის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის სააერთაშორისო ფესტივალი ქართველი და უცხოელი საბავშვო ახალგაზრდული თეატრალური დასების მონაწილეობით. ასევე, 4 ივნისს თბილისის ცირკში საბავშვო ფესტივალი გაიმართება. ეს ფესტივალი ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში განხორციელდება. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია." - გვითხრეს თბილისის მერიაში.

პროგრამების სია ნახეთ ბმულზე: mshoblebi.ge