ავტორი:

"უდიდესი ტრაგედია დატრიალდა... მიმძიმს სიტყვებით გადმოვცე ეს ტკივილი" - რას წერს ირაკლი კობახიძე ილია ელოშვილის გარდაცვალებაზე?

"უდიდესი ტრაგედია დატრიალდა... მიმძიმს სიტყვებით გადმოვცე ეს ტკივილი" - რას წერს ირაკლი კობახიძე ილია ელოშვილის გარდაცვალებაზე?

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გარდაცვლილი ილია ელოშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

"უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, ჩვენი მეგობარი, თანამებრძოლი და კარგი ქართველი ადამიანი, ილია ელოშვილი დავკარგეთ.

მიმძიმს სიტყვებით გადმოვცე, როგორი ტკივილია მისი გარდაცვალება ჩვენთვის. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და თანამონაწილე ვარ მათი მწუხარების" - წერს კობახიძე.

შეგახსენებთ, თბილისის მერის მოადგილე დღეს, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი ნახეს.

ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის, ავთანდილ გალდავას განცხადებით, ილია ელოშვილი სუიციდის შედეგად არის გარდაცვლილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ელოშვილის სახლთან განუცხადა, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.

"დანაშაულის ნიშნები არ არის, სუიციდთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ავთანდილ გალდავამ.

გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

ასევე ნახეთ: