ავტორი:

"ქართველი ჩინოვნიკების დიდ არმიაში ის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, თავმდაბლობითა და წესიერებით" - რას წერს ხუხაშვილი ელოშვილზე?

"ქართველი ჩინოვნიკების დიდ არმიაში ის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, თავმდაბლობითა და წესიერებით" - რას წერს ხუხაშვილი ელოშვილზე?

ექსპერტი გია ხუხაშვილი გარდაცვლილი ილია ელოშვილის შესახებ წერს და ოჯახს მომხდარის გამო უსამძიმრებს.

"ძალიან დამწყვიტა გული ილია ელოშვილის ტრაგიკულად დაღუპვამ.ქართველი ჩინოვნიკების დიდ არმიაში ის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, თავმდაბლობით, თავაზიანობით და წესიერებით.მუდამ მომღიმარი და გეთილგანწყობილი.

ვერ წარმომიდგენია, რა გარემოებებს უნდა ეიძულებინა სრულიად გაწონასწორებული ადამიანი, სიცოცხლე ასე დაესრულებინა" - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ელოშვილი 47 წლის იყო, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.

ასევე ნახეთ: