ავტორი:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში ორი რუსული სადესანტო კატერი ჩაძირეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში ორი რუსული სადესანტო კატერი ჩაძირეს

უკრაინელი სამხედროები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ბრძოლების შედეგად, თავს დაესხნენ მტრის სამ საველე საბრძოლო საცავს და ორი ჩქაროსნული სადესანტო კატერი ჩაძირეს, - ამის შესახებ უკრაინის ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ.

მათივე ცნობით, რუსი სამხედროები კატერებს დნეპერ-ბუგის შესართავში მალავდნენ და ისინი დივერსიული და სადაზვერვო მოქმედებების შესასრულებლად მზადყოფნაში იყვნენ.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ერთი საზენიტო და ერთი თვითმავალი საარტილერიო მოწყობილობა, 4 ტანკი, 4 ერთეული ბრონირებული და საავტომობილო ტექნიკა და 3 უპილოტო საფრენი აპარატი.