ავტორი:

ელის მარია სააკაშვილი იუბილარია - რა ფოტოებს და ვიდეოს აქვეყნებს სოფო ნიჟარაძე?

ელის მარია სააკაშვილი იუბილარია - რა ფოტოებს და ვიდეოს აქვეყნებს სოფო ნიჟარაძე?

ელის მარია სააკაშვილი იუბილარია. მიხეილ სააკაშვილის ქალიშვილი 2 წლის გახდა. მისალოცი პოსტი ალისკას დედამ, მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"ორი წლის წინ, ამ დღეს, ყველაზე ბედნიერი ადამიანი გამხადა ამ გოგომ. ჯანმრთელობას, ბედნიერ მომავალს, ულევ წარმატებას და სიხარულს გისურვებ, დე, უსაზღვროდ მიყვარხარ...“ - წერს სოფო.

მომღერლის მიერ გამოქვეყნებულ მისალოცს თან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტოები და ვიდეო ახლავს, რომელიც ერთი წლის წინ ამერიკაში ქალიშვილის დაბადების დღეზეა გადაღებული.

ცნობილია, რომ ექსპრეზიდენტმა დაპატიმრებიდან რამდენიმე თვეში, უმცროსი ქალიშვილი საზოგადოებას ოფიციალური გვერდიდან გააცნო. ამჟამად სააკაშვილი უკრაინის რადას დეპუტატ ლიზა იასკოზეა დაქორწინებული.