ავტორი:

"ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა რუსეთი..." - ანგელა მერკელი რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე დუმილს არღვევს

"ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა რუსეთი..." - ანგელა მერკელი რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე დუმილს არღვევს

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია და მიმდინარე წლის პირველ საჯარო გამოსვლაში თავისი პოზიცია დააფიქსირა.

გერმანიის პროფკავშირების კონფედერაციის თავმჯდომარის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე მერკელმა მხარი დაუჭირა გერმანიის ხელისუფლების, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოს მიერ გაწეულ სამუშაოს "ამ ბარბაროსული ომის დასრულების ძიებაში“.

"ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა და რომელშიც შეიჭრა რუსეთი. მხარს ვუჭერ მის უფლებას თავი დაიცვას“,- განაცხადა ანგელა მერკელმა.

შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი თვის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი ბუჩაში მიიწვია, რათა თავად დაენახათ, რა მოჰყვა რუსეთის მიმართ "დათმობის პოლიტიკას".

"მეტი დასკვნებია საჭირო - არა მარტო რუსეთზე, ასევე იმ პოლიტიკურ ქცევაზე, რამაც რეალურად დაუშვა ეს ბოროტება ჩვენს მიწაზე. დღეს ბუქარესტში ნატო-ს სამიტის მეთოთხმეტე წელია. მაშინ გაჩნდა შანსი, უკრაინა გამოსულიყო "ნაცრისფერი ზონიდან“ აღმოსავლეთ ევროპაში, "ნაცრისფერი ზონიდან“ ნატო-რუსეთს შორის, "ნაცრისფერი ზონიდან“, რომელშიც მოსკოვს ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს, ყველაზე საშინელი ომის დანაშაულისაც კი. ოპტიმისტური დიპლომატიური ფორმულირებების მიღმა, თითქოს უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. მაშინ, 2008 წელს უკრაინის ალიანსში მიღებაზე უარი იმალებოდა. იმალებოდა ზოგიერთი პოლიტიკოსის უაზრო შიში რუსეთის მიმართ. ისინი ფიქრობდნენ, რომ უკრაინაზე უარის თქმით შეძლებდნენ რუსეთის დამშვიდებას, დარწმუნებას, რომ პატივი სცეს უკრაინას და ნორმალურად იცხოვროს ჩვენ გვერდით. ამ მცდარი გამოთვლებიდან 14 წლის შემდეგ უკრაინა გადაურჩა რევოლუციას და დონბასში რვაწლიან ომს. ახლა კი ჩვენ ვიბრძვით საკუთარი სიცოცხლისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე საშინელ ომში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას პრესსპიკერის პირით უპასუხა, რომელმაც განაცხადა, - ყოფილი კანცლერი კვლავაც ერთგულია 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისო.

"იმ სისასტიკის გათვალისწინებით, რომელსაც ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ვხედავთ, ყოფილი კანცლერი სრულად უჭერს მხარს ყველა ძალისხმევას, რათა ბოლო მოეღოს ბარბაროსობას და რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - განცხადა მან.