ავტორი:

"შსს ყველა ძალადობრივი ქმედებას აღკვეთავს , თუკი ასეთი იქნება" - შს მინისტრის მოადგილე "თბილისი პრაიდის“ ღონისძიების შესახებ "ალტ-ინფოს“ მუქარაზე

"შსს ყველა ძალადობრივი ქმედებას აღკვეთავს , თუკი ასეთი იქნება" - შს მინისტრის მოადგილე "თბილისი პრაიდის“ ღონისძიების შესახებ "ალტ-ინფოს“ მუქარაზე

შსს ყველა ძალადობრივი ქმედების აღკვეთას მოახდენს კანონით დადგენილი წესებით, თუკი ასეთი იქნება, - ასე პასუხობს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ჟურნალისტებს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილ ღონისძიებებისა და "ალტ-ინფოს" მუქარასთან დაკავშირებულ კითხვას.

მისი თქმით, შსს- ს პრაიდის ღონიძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს და ყველა ზომას მიიღებს, რაც კანონით არის გათვალისწინებული.

"შესაბამისად, ჩვენ დავიცავთ ყველა იმ პირის უფლებას, ვისაც აქვს კანონით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის უფლება. რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებებს, გვაქვს ჩვენ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და შსს მიიღებს ყველა იმ ზომას რაც კანონით არის გათვალისწინებული", - განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისათვის, "თბილისი პრაიდი“ წელს "ღირსების მარშს“ არ ჩაატარებს და გაიმართება მხოლოდ პრაიდკვირეული, რომელიც მათი ინფორმაციით, არ მოიცავს ღონისძიებებს საჯარო სივრცეში. "თბილისი პრაიდის“ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა "ალტ- ინფოც“ და ფესტივალის ჩაშლისთვის რამდენიმე ათასი ადამიანის გამოყვანა დააანონსა.