ავტორი:

ჯიმ ქერი წყალტუბოს ფოტოს აქვეყნებს - ის მსახიობის პირველი NFT შენაძენია: რას წერს აღფრთოვანებული ვარსკვლავი

ჯიმ ქერი წყალტუბოს ფოტოს აქვეყნებს - ის მსახიობის პირველი NFT შენაძენია: რას წერს აღფრთოვანებული ვარსკვლავი

ჯიმ ქერიმ წყალტუბოში გადაღებული ფოტოს NFT შეიძინა, რომელიც მსახიობისთვის რიგით პირველი NFT შენაძენია.

• რა არის NFT?

NFT არის ციფრული აქტივი, რომელიც გამოიყენება რეალური საქონლის ან ობიექტების წარმოსაჩენად, როგორიცაა ხელოვნების ნიმუშები ან საგნები აპლიკაციაში. კრიპტოვალუტების მსგავსად, NFT-ების უმეტესობა ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ეყრდნობა. კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, ამ საქონლის გაყიდვა ან გაცვლა შეუძლებელია იმავე ღირებულების ნივთებზე და ყველა მათგანი უნიკალურია.

მიუხედავად იმისა, რომ NFT ხელმისაწვდომია 2014 წლიდან, ბაზარი მკვეთრად გაიზარდა 2020 წელს და ახლა 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირს. დღეს NFT არის პოპულარული გზა ხელოვნების ციფრულ ნაწარმოებებზე უფლებების შესაძენად. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი NFT იყო მაიკ ვინკელმანის ნახატების კოლექცია, იგივე ბიპლი.

წყალტუბოს ერთ-ერთი შენობის ციფრული ფოტოს ავტორები რაიან კუპმანსი და ელის უექსელი არიან, ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მიტოვებულ საბჭოთა შენობებს "ციფრული სიცოცხლე შთაბერონ".

ჯიმ ქერიმ ეს სიახლე "ტვიტერზე" ამცნო ფანებს და მისი ახალშეძენილი ფოტო ამგვარად დაახასიათა: "ავტორებმა აღბეჭდეს ბუნების დახვეწილი და ხელახალი დაბადება."

This one stops me. James Joyce said that’s a good thing. Thank you @ryankoopmans for gently capturing nature's exquisite and relentless reinvention. BTW you’re my first NFT. @SuperRare https://t.co/jyFoD7nKSC pic.twitter.com/hXEoQ639Py
— Jim Carrey (@JimCarrey) June 1, 2022

ახლა უკვე ჯიმ ქერის კუთვნილი NFT დაფუძნებულია რეალურ სივრცეზე, რომელიც ახალ სიცოცხლეს ჰპოვებს ციფრულ სამყაროში.

"საბჭოთა კავშირის დროს, საქართველოს ქალაქი წყალტუბო პოპულარული სამკურნალო ადგილი იყო, განთქმული სამკურნალო წყლითა და მდიდრული სანატორიუმებით.

1940-1980 წლებში ათასობით ადამიანი სტუმრობდა წყალტუბოს, მათ შორის სტალინი და სხვა მოსკოველი მაღალჩინოსნები. საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ, შენობები მიტოვებული დარჩა და საბოლოოდ, ნანგრევებად იქცა", - წერია ფოტოს აღწერაში.

კუპმანსი წყალტუბოს რამდენჯერმე ეწვია, იკვლევდა ნანგრევებს და ფოტოებს უღებდა სხვადასხვა ადგილებს. ელის უექსელთან კოლაბორაციისას, სტრუქტურისა და განათებით მანიპულაციის შედეგად, უნიკალური კადრი შექმნა და ცარიელ სივრცეებს სიცოცხლე შესძინა.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა