ავტორი:

კალიფორნიის სკოლაში ლომის ბოკვერი შეიპარა - პანიკა და საკლასო ოთახში მოკალათებელი პატარა ლომი (ფოტოები)

კალიფორნიის სკოლაში ლომის ბოკვერი შეიპარა - პანიკა და საკლასო ოთახში მოკალათებელი პატარა ლომი (ფოტოები)

კალიფორნიის პესკადეროს სკოლაში მთის ლომის ბოკვერი შეიპარა და მოსწავლეები და მასწავლებლები პანიკაში ჩააგდო.

შემთხვევა დილის 8:00 საათისთვის მოხდა და როგორც პოლიცია იტყობინება, ლომის ბოკვერი სკოლის შენობაში გაკვეთილების დაწყებამდე შეიპარა.

დილით, სან მატეოს ოლქის შერიფის ოფისში ზარი შევიდა, რომელიც მათ ამცნობდა, რომ ინგლისური ენის საკლასო ოთახში, მერხის ქვეშ ლომის ბოკვერი იჯდა, იტყობინება NBC.

მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლები სკოლიდან უვნებლები გაიყვანეს, ლომი კი ერთ-ერთ საკლასო ოთახში გამოკეტეს. მოგვიანებით ადგილზე მივიდნენ კალიფორნიის თევზისა და ველური ბუნების დეპარტამენტის წარმომადგენლები და მთის ლომი ისევ ველურ ბუნებაში დააბრუნეს.

შერიფის ოფისი ფეისბუქის საშუალებით იტყობინებოდა, რომ ბოკვერს ბუნებაში უსაფრთხო და ჰუმანური გზით დააბრუნებდნენ.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა