ავტორი:

"როცა პატარას გავაჩენ, ნანატრ პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ..." - რა შეცვალა ორსულობამ ნანუკა გულუას ცხოვრებაში: მსახიობის დაძლეული ფობია და სამოგზაურო გეგმები

"როცა პატარას გავაჩენ, ნანატრ პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ..." - რა შეცვალა ორსულობამ ნანუკა გულუას ცხოვრებაში: მსახიობის დაძლეული ფობია და სამოგზაურო გეგმები

"...გემოვნება არ არის ერთი სწორი რჩევა! გემოვნება არის ყველაფერში... როცა რაღაც ისე გაცვია, რომ ცხოვრება გიხარია, იქ არის შენი გემოვნებაც! შესაბამისად, ყველა ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც სურს; ის უნდა ჩაიცვას, რაც მას აბედნიერებს და ახარებს..." - ამბობს მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა.

- ადამიანის გემოვნების დახვეწაზე ძალიან დიდ გავლენას მისი წრე და ოჯახი ახდენს. თუმცა, ესეც არ არის რაიმეს გარანტია. ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა ვთქვათ, ოჯახში გემოვნების მეტრი არ ჰყავდათ, მაგრამ ძალიან გემოვნებიანები აღზრდილან. ამით იმის თქმა მინდა, რომ გემოვნება არ არის სიღარიბესა და სიმდიდრეში, სულ სხვა რამ განაპირობებს... გემოვნებიან ჩაცმას თუ ვგულისხმობთ, ეს ერთგვარი კულტურაა და მნიშვნელობა არა აქვს, რა ბიუჯეტი გაქვს. სულ "მეორადებშიც" შემოსილან ადამიანები ულამაზესად.

- მოგზაურობას რომელ ქვეყნებში ამჯობინებთ?

- ახლახან დავძლიე ფრენის ფობია... ჩემს ცხოვრებაში გამოტოვებული მაქვს ყველა ის მნიშვნელოვანი მოგზაურობა, რომელსაც ჩემი ოჯახის წევრები ან მეგობრები ახერხებდნენ. მართალია, ფობია დავძლიე, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში ვარ, ვერსად მივფრინავ... პატარას როგორც კი გავაჩენ, მერე მეუღლესთან ერთად იმდენი მოგზაურობა მაქვს დაგეგმილი, ყველაფერი ერთად უნდა ავინაზღაურო. ჯერჯერობით, სადაც ამ შიშის პირობებში მოგზაურობა მოვახერხე, ეს არის - თურქეთი, ეგვიპტე, დუბაი...

რაც შეეხება კითხვას, რომელი ქვეყნები მიზიდავს: ეგვიპტე წასასვლელად იმ მიზნით შევარჩიე, რომ ჩავიდოდი და კარგად დავისვენებდი. დუბაი უფრო სანახაობრივი კუთხით ავარჩიე, უფრო შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი და თანამედროვეა!

- ანუ ის ქვეყნები უფრო გიზიდავთ, სადაც თანამედროვე მიღწევებია?

- დიახ, ვგიჟდები სიახლეებზე. ვერ ვიტან სიძველეებს - ახლაც ხომ მოდაშია რაღაც დაძველებული ნივთები და ასე შემდეგ. მე იქ ვკვდები. ახალი, ცინცხალი მომწონს ყველაფერი - შპალერით დაწყებული, ნებისმიერი რამით დამთავრებული. შეიძლება ქვეყნები სამოგზაუროდ მთლად ასე არ შევარჩიო, სადაც ყველაფერი ახალი იქნება და მაინცდამაინც ჩემს გართობას მორგებული, რადგან ყველაფრის ნახვა, ერთბაშად ანაზღაურება მსურს...

- სად გეგულებათ ყველაზე გემოვნებიანი მოსახლეობა?

- ჯერ არ ვყოფილვარ, მაგრამ მგონია, ბრაზილია ჭკუიდან გადამიყვანს. ბავშვობიდან ერთადერთი ქვეყნის სერიალებს ვუყურებ და ეს არის ბრაზილიური. ვგიჟდები პირდაპირ, იმდენად მომწონს! ან სახლი როგორი დიზაინით აქვთ გაკეთებული, ან ჩაცმულობა, ვარცხნილობა, მაკიაჟი... ვინც ყოფილა, მეუბნებიან, იქ საშიში ადგილებიც არის, სიღარიბეაო, მაგრამ ბავშვობიდან რაც არის ჩემთვის ბრჭყვიალა და მიმზიდველი, მგონია, იმ ყველაფრის ადგილზე ნახვა გამაგიჟებს და ამიტომაც, აუცილებლად უნდა მოვხვდე! ბრაზილიაზე ჭკუიდან გადავდივარ და თუ მეგრელი არა, ბრაზილიელი ვიქნებოდი!

- ეთანხმებით, რომ ამბობენ, მეგრელები ისტორიულად განსაკუთრებული გემოვნებით გამოირჩევიანო?

- დიახ, ვეთანხმები. მეგრელები ნამდვილად კარგი გემოვნებით გამოირჩევიან, ძალიან უყვართ ლამაზად ჩაცმა, თავის მოვლა! გემოვნების ჩამოყალიბებაზე ბავშვობიდან იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ პატარაობიდან მახსოვს ჩემი მამიდაშვილები, ოჯახის წევრები რა დიდ ყურადღებას აქცევდნენ ლამაზად ჩაცმას. მაგალითად, არ მავიწყდება დედაჩემის "ორეულები" და "სამეულები" თავისივე ფერის ხელჩანთით. სულ ვაკვირდებოდი, მომწონდა და ეს კულტურაც მგონია, რომ ბავშვობიდან მოდის...წაიკითხეთ სრულად