ავტორი:

4:0 - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გიბრალტარი დაამარცხა

4:0 - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გიბრალტარი დაამარცხა

ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე გიბრალტარი 4:0 დაამარცხა.

პირველი გოლი მე-12 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, მეორე გოლის ავტორი 33-ე წუთზე თავი გურამ კაშია გახდა. 87-ე წუთზე მესამე გოლი ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანა, ხოლო ბოლო გოლი, 88-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 5 ივნისს გასვლაზე ბულგარეთთან გამართავს.