ავტორი:

Newsweek: აშშ-ის დაზვერვამ პუტინის ავადმყოფობაზე საიდუმლო ანგარიში მოამზადა - რუსეთის პრეზიდენტმა, სავარაუდოდ, პროგრესირებადი კიბოს მკურნალობის კურსი აპრილში გაიარა

Newsweek: აშშ-ის დაზვერვამ პუტინის ავადმყოფობაზე საიდუმლო ანგარიში მოამზადა - რუსეთის პრეზიდენტმა, სავარაუდოდ, პროგრესირებადი კიბოს მკურნალობის კურსი აპრილში გაიარა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბაიდენის ადმინისტრაციაში ინტენსიური განხილვის საგანია.

აშშ-ს საიდუმლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ პუტინმა, სავარაუდოდ, პროგრესირებადი კიბოს გამო, აპრილში გაიარა მკურნალობის კურსი და საზოგადოების წინაშე ამის შემდეგ გამოჩნდა. აღნიშნულის შესახებ ამერიკული გამოცემა Newsweek-ი სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკული დაზვერვის საიდუმლო მოხსენება პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მაისში მომზადდა. დოკუმენტები ასევე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას შეიცავს. Newsweek-ი საკუთარ წყაროებზე დაწყრდნობით წერს, რომ მასზე თავდასხმის მცდელობა მარტში იყო.

ასევე დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ ამერიკული დაზვერვის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შეფასებით, მართალია პუტინის ძალაუფლება ამ დრომდე ისევ ძლიერია, მაგრამ ის უკვე აღარ არის აბსოლუტური, რადგან კრემლის შიგნით ბრძოლა ასეთი ინტენსიური არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის. მოსკოვში, პუტინის კარზე გრძნობენ, რომ დასასრული ახლოსაა.

გამოცემა წყაროების თანახმად წერს, რომ ვლადიმერ პუტინს ძალაუფლებასთან დაკავშირებით პარანოია აქვს, რის შედეგადაც მისი მოქმედებები უკვე არაპროგნოზირებადი ხდება და ეს უკრაინასთან წარმოებულ ომშიც კარგად ჩანს. აქვე საინტერესოა ისიც, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკვე დიდი ხანია, რაც იზოლაციაშია და ეს დაზვერვის სამსახურს ურთულებს იმის გარკვევას, თუ ახლა როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად.

Newsweek-ში სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მედიას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოდან აცნობეს, რომ ინფორმაცია, რომ ამერიკულ დაზვერვას მსგავსი შეფასებები აქვს და ამას პრეზიდენტიც გაეცნო, სიმართლეს არ შეესაბამება.

ცხენით მოჯირითე, ჰოკეის მოთამაშე თუ ძიუდოს მებრძოლი ვლადიმერ პუტინი წლების განმავლობაში იყო მამაკაცურობისა და სიცოცხლისუნარიანობის სიმბოლო რუსეთისთვის.

უკვე დიდი ხანია, რაც პუტინი ოფიციალური შეხვედრების დროს გრძელ მაგიდას იყენებს, მას ადამიანებთან სიახლოვის შიში აქვს, რაც სიმბოლურად გამოხატავდა მის პარანოიას და ფიზიკურ შიშს.

გრძელი მაგიდა შეხვედრის ადგილი იყო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მასპინძლობისას, 7 თებერვალს, უკრაინის შეჭრამდე სულ რაღაც ორი კვირით ადრე.

შემდეგ იყო 21 აპრილის კადრები, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას პუტინი მაგიდას იყო ხელებით ჩაფრენილი. მისი გამომეტყველება კი ჯანმრთელი ადამიანის მდგომარეობას არ ჰგავდა.