ავტორი:

HONOR-მა სმარტფონების ახალი სერია HONOR X წარმოადგინა

HONOR-მა სმარტფონების ახალი სერია HONOR X წარმოადგინა

ელეგანტური დიზაინი, მაღალი წარმადობა, დიდი ეკრანი განახლების 90 ჰც სიხშირით, ოპერატიული მეხსიერების გაფართოების ფუნქცია - ყველაფერი საუკეთესო სმარტფონების ახალ HONOR X სერიაში.

HONOR უშვებს სმარტფონების ახალ სერიას საქართველოში. ახალი ხაზი HONOR X არის სმარტფონების სერია, რომელიც აერთიანებს საუკეთესო ტექნიკურ მახასიათებლებს ხელმისაწვდომ ფასად. ახალ ხაზს აქვს ელეგანტური, თანამედროვე დიზაინი, ფოტოგრაფიის განსაკუთრებული შესაძლებლობები და მაღალი წარმადობა, რომელიც ყველა მოლოდინს აჭარბებს. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომ ფასად! სერიის ყველა სმარტფონი მუშაობს Android 11-ზე Google Mobile Services-ით (GMS).

„ჩვენი HONOR სმარტფონების X-ხაზის მეშვეობით მზად ვართ, ინოვაციური ტექნოლოგია ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ,“ - განაცხადა შპს HONOR Device-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჩჟაომ.

მოდით უფრო ახლოს შევხედოთ სმარტფონებს - სერიაში სამი სმარტფონია, თითოეული სხვადასხვა ფასის სეგმენტიდან. მოწყობილობებს სამი ძირითადი ფუნქცია აერთიანებს: ნათელი ეკრანი განახლების 90 ჰც სიხშირით, რომელიც TÜV Rheinland-ის მიერაა სერტიფიცირებული, ოპერატიული მეხსიერების გაფართოების ფუნქცია HONOR RAM Turbo და მაღალი წარმადობის ჩიპი Qualcomm Snapdragon® 680.

მაღალი წარმადობის ჩიპი და HONOR RAM Turbo ფუნქცია

X სერიის სამივე სმარტფონი მუშაობს მოწინავე 6 ნმ-იანი Qualcomm Snapdragon® 680 პროცესორის ბაზაზე, უზრუნველყოფს შესანიშნავ წარმადობას და ენერგიის ეკონომიურ მოხმარებას. HONOR RAM Turbo-ს ტექნოლოგია იყენებს 2- გეგაბაიტიან მუდმივ მეხსიერებას ფონური აპლიკაციების შეკუმშვისა და გახსნისთვის, რაც ოპერატიული მეხსიერების გაფართოების საშუალებას იძლევა.

ეკრანი განახლების 90 ჰერცი სიხშირით და მხედველობის დაცვის ფუნქცია

ყველა HONOR X სმარტფონს აქვს დიდი ეკრანები მაღალი, განახლების 90 ჰც სიხშირით. გარდა ამისა, ამ სმარტფონების Full-View დისპლეები იძლევა მკაფიო, ნათელ სურათს, რომელიც შესანიშნავად იკითხება მზის კაშკაშა შუქზეც კი.

HONOR X-ის სმარტფონებს ასევე მიენიჭათ TÜV Rheinland Low Blue Light სერთიფიკატი, საერთაშორისო სერთიფიკატი, რომელიც გადაეცემა მოწყობილობებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მავნე ლურჯი სინათლის გამოსხივებისგან თვალების დაცვის ეფექტური ფუნქცია აქვთ. სმარტფონები უზრუნველყოფენ კომფორტულ კითხვას და დათვალიერებას ელექტრონული წიგნის რეჟიმში ან "ღამის" რეჟიმში, რაც უზრუნველყოფს, რომ თვალები არ დაგეღალოთ მოწყობილობის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ ან დაბალი განათების პირობებში.

ახლა მოდით გავერკვეთ, თუ რით განსხვავდება ერთმანეთისგან HONOR X7, X8 და X9 მოდელები.

„უფროსი ძმა“ - HONOR X9

HONOR X9 უფრო მაღალი ფასის კატეგორიის სმარტფონია და ეს ყველაფერი მეტი მეხსიერების (6GB RAM + 2GB RAM Turbo), უზარმაზარი, 6.81 დიუმიანი FullView დისპლეის, 2388 * 1080 პიქსელი გარჩევადობის და ასევე უფრო მოწინავე კამერის გამო. კამერა არის სამმაგი და ძირითადი 48 მეგაპიქსელიანი ერთეულის გარდა ასევე მოიცავს კიდევ 2 მეგაპიქსელიან კამერას ბოკეს ეფექტით და 2 მეგაპიქსელიან მაკრო კამერას, ასევე LED flash-ს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გადაიღონ საოცარი სურათები დაბალი განათების პირობებშიც კი.

HONOR X9 იდეალური მოწყობილობაა ბლოგერებისთვის ორი ფუნქციის წყალობით. Dual View Recording ერთდროულად ორი სხვადასხვა კუთხიდან გადაღების საშუალებას იძლევა : ორივე წინა სელფის კამერის და უკანა მთავარი კამერის გამოყენებით. Micro Movie Mode ფუნქცია გთავაზობთ მარტივ გადაწყვეტას ვიდეო კადრების ავტომატურად გაერთიანებისა და რედაქტირებისთვის მესამე მხარის აპლიკაციების საჭიროების გარეშე.

ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება HONOR X9-სა და მის „ძმებს“ შორის არის სუპერ სწრაფი 66W დატენვა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დატენოთ მოწყობილობა 50%-ით მხოლოდ 15 წუთში და 81%-ით მხოლოდ 30 წუთში. 4800 mAh ბატარეის წყალობით, ერთი დატენვით HONOR X9 უზრუნველყოფს სოციალური მედიის 16.8 საათამდე დათვალიერებას, ვიდეოს 12.8 საათით ნახვას ან 25.6 საათის განმავლობაში საუბარს.

ფასი და გაყიდვების ადგილები

HONOR X9 ხელმისაწვდომია სამ ცოცხალ ფერში: ვერცხლისფერში, შავ და ლურჯ ფერებში. სმარტფონის შეძენა შეგიძლიათ Zoommer-ისა და Alta-ს გაყიდვების პუნქტებში 999 ლარად.

საშუალო კლასი - HONOR X8

წარმოუდგენლად დახვეწილი და ელეგანტური, HONOR X8-ს აქვს ულტრა თხელი და მსუბუქი დიზაინი, რომლის სისქე მხოლოდ 7.45 მმ-იადა 177 გრამს იწონის. სმარტფონს აქვს ცოცხალი 6.7 დიუმიანი FullView ეკრანი, 6გეგაბაიტიანი + 2გეგაბაიტიანი RAM Turbo და 4000mAh ბატარეა ხანგრძლივი მუშაობისთვის. 22,5 ვატიანი HONOR SuperCharge-ით სულ რაღაც 10 წუთში მომხმარებლებს შეუძლიათ HONOR X8-ის დატენვა ისე, რომ უზრუნველყონ სამსაათიანი უწყვეტი ონლაინ ვიდეოს ჩართვა.

HONOR X8 აქვს ოთხი კამერა. ერთ ბლოკში სმარტფონმა გააერთიანა მთავარი 64 მეგაპიქსელიანი ობიექტივი, 5 მეგაპიქსელი ფართო კუთხით, 120 ° ხედვით და f/2 დიაფრაგმით.

ასევე 2 მეგაპიქსელიანი მაკრო ობიექტივი და სენსორი ბოკეს ეფექტისთვის. სმარტფონის კამერები იდეალურია როგორც დამწყები ფოტოგრაფებისთვის, ასევე დინამიური ადამიანებისთვის.

ფასი და გაყიდვების ადგილები

HONOR X8 ცოცხალ ფერებში, ვერცხლისფერ, შავ და ლურჯ ფერებში, შეგიძლიათ შეიძინოთ პარტნიორ მაღაზიებში : Alta-ში, Zoommer-შო, Elit-სა და Beko-ში 899 ლარად.

ეკონომიური კომპრომისის გარეშე - HONOR X7

HONOR X7 არის X სერიის უმცროსი წევრი. დაბალი ფასის მიუხედავად, სმარტფონი გამოირჩევა არა მხოლოდ დახვეწილი დიზაინით, 4 გეგაბაიტიანი+ 2 გეგაბაიტიანი RAM Turbo-თი, თხელი კორპუსით, რომლის სისქე მხოლოდ 8.62 მმ-ია, შესანიშნავი კამერებით და დიდი 6.74 დიუმიანი დისპლეით, ასევე გამორჩეული 5000 mAh ბატარეით. ერთი დამუხტვით მომხმარებელი 20 საათამდე ონლაინ ვიდეოს ნახვას ან 49 საათიან სატელეფონო საუბარს შეძლებს.

გარდა ამისა, სმარტფონს მოყვება 22,5 ვატიანი სუპერ სწრაფი დამტენი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დატენოთ მოწყობილობა 10 წუთში ისე, რომ საკმარისი იქნება სამი საათის განმავლობაში ონლაინ ვიდეოს ნახვისთვის.

HONOR X7 იდეალურია დამწყები ფოტოგრაფებისა და შემქმნელებისთვის. 48 მეგაპიქსელიანი Ultra-Clear მთავარი კამერა აღჭურვილია მრავალკადრიანი სინთეზის ინტელექტუალური ალგორითმით, რომელიც საშუალებას გაძლევთ აჩვენოთ მკვეთრი დეტალები ფოტოებში თუნდაც დაბალი განათების პირობებში. 5 მეგაპიქსელიანი ფართო კუთხის კამერა f/2.2 დიაფრაგმით მომხმარებლებს კადრში მეტი ელემენტის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. 2 მეგაპიქსელი მაკრო კამერის წყალობით მომხმარებლები არ გამოტოვებენ უმცირეს დეტალებსაც კი, ხოლო 2 მეგაპიქსელიანი „ბოკეს ეფექტის“ კამერა ქმნის ვიზუალურად სასიამოვნო პორტრეტებს.

ფასი და გაყიდვების ადგილები

HONOR X7 ხელმისაწვდომია სამ ცოცხალ ფერში: ვერცხლისფერში, შავსა და ლურჯში. სმარტფონის შეძენა უკვე შეგიძლიათ Zoommer-ისა და Alta-ს მაღაზიების ქსელებში 699 ლარად.

HONOR X არის სმარტფონების სერია ყველასთვის. იქნება ეს HONOR X9, 66 ვატიანი სუპერ დამტენით, HONOR X8, თხელი დიზაინით, თუ HONOR X7 თავისი მოწინავე კამერით, თქვენი სმარტფონი გაგახარებთ ყოველდღიური ამოცანების სწრაფად გადაჭრით და HONOR ტექნოლოგიაზე მცირე მაგიის დამატებით.

R