ავტორი:

რა შემთხვევაში განიხილავს ოფიციალური მინსკი ბელარუსის ტერიტორიის გავლით უკრაინის მარცვლეულის შესაძლო ტრანზიტის საკითხს - რას აცხადებს ალექსანდრე ლუკაშენკო

რა შემთხვევაში განიხილავს ოფიციალური მინსკი ბელარუსის ტერიტორიის გავლით უკრაინის მარცვლეულის შესაძლო ტრანზიტის საკითხს - რას აცხადებს ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ოფიციალური მინსკი მზადაა ბელარუსის ტერიტორიის გავლით უკრაინის მარცვლეულის შესაძლო ტრანზიტის საკითხი გარკვეული კომპრომისების სანაცვლოდ განიხილოს.

მისი განმარტებით, ბელარუსი უკრაინულ მარცვლეულს თავისი ტერიტორიის გავლით ბალტიის ზღვის პორტებისკენ გაატარებს თუ ბელარუსის პროდუქტებს ასევე გაუშვებენ ამ პორტებიდან.

სახელისუფლებო მედია Belta-ს განმარტებით, აღნიშნული საკითხი ლუკაშენკომ გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან სატელეფონო კომუნიკაციისას განიხილა